ბეტმენის კოსტუმში გამოწყობილი მამაკაცი უპატრონო ცხოველებს მზრუნველი ოჯახების პოვნაში ეხმარება
ბეტმენის კოსტუმში გამოწყობილი მამაკაცი უპატრონო ცხოველებს მზრუნველი ოჯახების პოვნაში ეხმარება
მამაკაცი ბეტმენის კოსტუმში ამერიკის სხვადასხვა კუთხეში "დაფრინავს" და გადარჩენილ ცხოველებს მზრუნველ ოჯახებში აბინავებს.

კრის ვან დონი სუპერგმირია. მან რამდენიმე წლის წინ მოხუცთა თავშესაფრებში, ცხოველთა თავშესაფრებსა და მზრუნველ ოჯახებში ცხოველების გადაყვანის ორგანიზაცია დააფუძნა. მისი მარშრუტი ფლორიდა და მის ფარგლებს გარეთ ტერიტორიებია. კრისი ყველა გადაყვანას თავად, ბეტმენის კოსტუმში გამოწყობილი ასრულებს, - წერს გამოცემა "Unilad"-ი.

ისევე როგორც სხვა გმირებს, კრისსაც თავისი ემოციური პრეისტორია აქვთ: 2014 წელს ის მამამისისთვის ძაღლს ეძებდა. მან ინტერნეტში გასაჩუქებელი ავსტრალიური ნაგაზი აღმოაჩინა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ძაღლს საკმაოდ სევდიანი წარსული ჰქონდა.

ავსტრალიური ნაგაზი გამოფიტული, მშიერი და რწყილებით დაფარული ალაბამას ტყეში შემთხვევით იპოვეს. ცხოველთა გადარჩენის არაკომერციული ორგანიზაციის
"მფრინავები და თათების" (PilotsnPaws) დახმარებით, ძაღლი თავშესაფარში გადაიყვანეს. ამ პერიოდშივე კრისმა პილოტის ლიცენზიაც მიიღო.

Zooclub

ეს ისტორია ახალგაზრდა მამაკაცისთვის შთაგონების წყარო გახდა. მიუხედავად იმისა, რომ სუპერგმირი სახლიდან ათასი კილომეტრის დაშორებით დაფრინავს, რათა ცხოველები დააბინაოს, მას შინაური ბინადარი კიდევ უფრო შორსაც წაუყვანია, რათა ძაღლი ან კატა მზრუნველ ოჯახში მოხვედრილიყო.

Zooclub

კრისს გადარჩენილი ცხოველები ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით გადაჰყავს, თუმცა, მისთვის პრიორიტეტული ვერტმფრენია.

Zooclub

გარდა ამისა, კრისი საზოგადოებას მოუწოდებს, ყიდვის მაგივრად უპატრონოდ მიტოვებული ცხოველები აიყვანონ. ახალგაზრდა მამაკაცი, GoFundMe-მა მაისის თვის გმირად დაასახელა და ეს ტიტული მან ნამდვილად დაიმსახურა.

ასევე იხილეთ:

ავიაკომპანიებმა დაარღვიეს წესები, რათა ცხოველები ხანძრისგან გადაერჩინათ

ცხოველები თვითმფრინავით მგზავრობისას

სამხედრო მფრინავმა 1200 კილომეტრი გაიარა, რათა ძაღლი ევთანაზიისგან ეხსნა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?