ბულდოგმა ჩვილს 19 საწოვარა შეუჭამა
ბულდოგმა ჩვილს 19 საწოვარა შეუჭამა
ბულდოგის ჯიშის ძაღლს, სახელად მორტიმერს, ჯანმრთელობის პრობლემები აპრილის თვიდან დაეწყო. შეწუხებულმა პატრონმა ცხოველი ვეტერინართან წაიყვანა, მაგრამ ექიმის თქმით, ძაღლს სერიოზული პრობლემა არ ჰქონდა. სპეციალისტმა მას გულის რევის საწინააღმდეგო მედიკამენტები გამოუწერა და სახლში გაუშვა.

მორტიმერის პატრონს იმედი ჰქონდა, რომ გამოცდილი ვეტერინარის დანიშნულებით, მისი ბინადარი მალე გამოჯანმრთელდებოდა, მაგრამ მკურნალობა ცხოველს ვერ ეხმარებოდა, ხოლო მომდევნო თვეს ის კიდევ უფრო ცუდად გახდა - ძაღლს თითქმის მთელი დღე ეძინა და ოთახებში გადაადგილებაც უჭირდა.

როდესაც მორტიმერმა საკვებზეც უარი თქვა, პატრონი მიხვდა, რომ ცხოველს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ოჯახმა
თავიანთი ბინადარი ვეტერინარულ კლინიკაში წაიყვანა, სადაც მას რენტგენი გადაუღეს, რის შემდეგაც ყველაფერი გაირკვა.

აღმოჩნდა, რომ
მორტიმერს მუცელში ჰქონდა ბავშვის 19 საწოვარა, რომლებმაც საჭმლის მომნელებელი სისტემა დაბლოკეს.

Zooclub

ემილი მომხდარით შეშფოთებული იყო. მას ორი პატარა ბავშვი ჰყავს, თუმცა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ პატარების საწოვარებს მათი ბინადარი ჭამდა. შესაძლოა, მორტიმერი თვეების განმავლობაში "მიირთმევდა" ბავშვებისთვის განკუთვნილ საწოვარებს, ამიტომ ოჯახი დაკარგულ ნივთს ვერც ამჩნევდა.

საბედნიეროდ, ძაღლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ცხოველის მუცლიდან უცხო საგნები ამოიღეს.

Zooclub

ამჟამად მორტიმერი სახლშია და თავს კარგად გრძნობს. ოჯახს ძალიან უყვარს თავისი ბინადარი და მომხდარმა ისინი ააღელვა. პატრონები ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მორტიმერს ასეთი უცნაური ჰობი ჰქონდა, მაგრამ ამის შემდეგ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ მათი ბინადრისთვის საწოვარები მიუწვდომელი იყოს.

ასევე იხილეთ:

ლაბრადორის მუცელში აღმოაჩინეს 62 თმის რეზინი, 8 ქვედა საცვალი და ერთი ე.წ. ბანდაჟი

ლაბრადორის ლეკვმა 23 000 დოლარად ღირებული ნიშნობის ბეჭდები გადაყლაპა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?