უპატრონო ძაღლი პარაპლანისტს ჩანთაზე კბილებით დაეკიდა და მასთან ერთად ჰაერში გაფრინდა (ემოციური ვიდეო)
ბრაზილიაში უჩვეულო ინციდენტი თვითმხილველმა ვიდეოზე აღბეჭდა: პარაპლანისტი გასაფრენად ემზადებოდა, როდესაც უეცრად მისი ზურგჩანთის თოკზე უპატრონო ძაღლი დაეკიდა. სპორტსმენმა შეჩერება ვეღარ შეძლო და ძაღლთან ერთად გაფრინდა.

რამდენიმე ათეული მეტრი მანძილის გავლის შემდეგ ცხოველმა მტკივნეული დაშვება შეასრულა. საბედნიეროდ, ძაღლი სერიოზულად არ დაშავებულა, თუ არ ჩავთვლით თათის დაზიანებას.

ვიდეოს ავტორის თქმით, ცხოველი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდა.

ასევე იხილეთ:

კადრში შემთხვევით გამოჩენილმა ძაღლმა ამინდის პროგნოზის წამყვანი დააბნია

ავტოფარეხში შესულმა მამაკაცმა იგრძნო, რომ ჭერიდან რაღაც უთვალთვალებდა

ფეხბურთის მსვლელობისას ძაღლი გადაეფარა ბურთს, რომელიც კარში
თითქმის გასული იყო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?