პატარძალმა თავის ქორწილში თავშესაფრის ძაღლები დაპატიჟა
პატარძალმა თავის ქორწილში თავშესაფრის ძაღლები დაპატიჟა
მისურის შტატის (აშშ) მცხოვრებ სალი ბერკის ძალიან უყვარს ძაღლები, ამიტომ მისი ცხოვრების მნიშვნელოვან დღეს გადაწყვიტა სასიამოვნო დღესასწაული სასარგებლო ღონისძიებად ექცია. ადგილობრივი ცხოველთა თავშესაფარი დიდი ხანია თანადგომას საჭიროებდა. სწორედ ამიტომ, გოგონამ ცხოველების სასარგებლოდ გამოსავალი მოძებნა.

სალის თავისი ქორწილის დღეს რაღაც უჩვეულო სჭირდებოდა. ვარიანტების ძებნისას მან აღმოაჩინა ვიდეო, სადაც პატარძალსა და მის მეგობრებს თაიგულებთან ერთად ხელში ლეკვებიც ეჭირათ. გოგონას იდეა მოეწონა, საქმრო მას სიცილით დათანხმდა.

ერთ დღეს სალიმ  ორი საცოდავი ძაღლი გადაარჩინა და თავშესაფარში მიიყვანა. მას შემდეგ გოგონა ფინანსურად ყოველთვის ეხმარება ცხოველებს. მან თავისი
გეგმა გაანდო მოხალისეებს, რომლებმაც იდეა მოიწონეს. პატარძალს იმედი ჰქონდა, რომ ქორწილში ერთი ძაღლისთვის მაინც მოძებნიდა
მზრუნველ პატრონს.

Zooclub

"წვეულებაზე ძაღლები ძალიან კარგად იქცეოდნენ, ფოტოსესიის დროს მშვიდად იდგნენ თავიანთ ადგილებზე. ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა", - ამბობს სალი.

რასაც გოგონა არ ელოდა, ეს სტუმრების დადებითი რეაქცია იყო. ხუთიდან ოთხმა ძაღლმა საუკეთესო ოჯახები იპოვეს, ხოლო სტუმრებისგან თავშესაფრისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა შეგროვდა.

Zooclub

მოგვიანებით, მოხალისეებმა განაცხადეს, რომ თავშესაფარში არაერთი განაცხადი შევიდა. წყვილები ითხოვენ თავიანთ ქორწილში გასაჩუქებელი ძაღლების მიყვანას. ასე რომ, სალის იდეამ გაამართლა და თავშესაფრის ძაღლებს გაჩუქების დიდი შანსები გამოუჩნდათ.

ასევე იხილეთ:

ახალი საქორწილო ტრადიცია: წყვილები სტუმრებს ყვავილების მაგივრად მეტად უცნაური საჩუქრის მიტანას სთხოვენ

პატრონის ქორწილში მისულმა ძაღლმა სტუმრები და პატარძალი სასიამოვნოდ გააკვირვა

საქორწილო ფოტოები, რომელთა მთავარი გმირებიც კატები არიან
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?