ვოლგოგრადელი "მუ-მუ"
ვოლგოგრადელი "მუ-მუ"
მოგითხრობთ ჭკუის სასწავლებელ ამბავს ძაღლის მიერ ადამიანის უანგარო სიყვარულის შესახებ, რომელიც ვოლგოგრადში მოხდა.
ამ ისტორიას ძალიან უხდება ცნობილი ინგლისელი ნატურალისტისა და მწერლის, ჯერალდ დარელის გამოთქმა: "რაც მეტს ვფიქრობ ადამიანებზე, მით მეტად მიყვარს ძაღლები".

ერთ ოჯახში მეტისი ძაღლი, სახელად რიჩი ცხოვრობდა. ძაღლი ძალიან ხმაურიანი იყო: ყეფდა საჭიროებისას თუ უდროო დროს, წკმუტუნებდა, ყმუოდა, რითაც ძალიან აღიზიანებდა მეზობლებს.

ოჯახურ თათბირზე პატრონებმა რიჩის ოჯახიდან მოშორება ტურგენევის "მუ-მუს" სიუჟეტის მიხედვით გადაწყვიტეს. ბნელი საქმის შესრულება ოჯახის უფროსს დააკისრეს. წყლის ნაპირას მისული კაცი დიდხანს სცემდა ბოლთას, მაგრამ
ვერ წყვეტდა საწყალი ცხოველის დახრჩობას. და უეცრად, იგი წაბორძიკდა, ფერდობიდან დაგორდა და ცივ წყალში ჩავარდა.

მიუხედავად იმისა, რომ იმ ადგილას მდინარე არ იყო ღრმა, სიცივემ ფეხი დაუჭიმა და კაცმა დახრჩობა დაიწყო. ძაღლი მაშინვე წყალში გადახტა და დიდი წვალების შემდეგ პატრონი ნაპირზე გამოიყვანა.

რიჩის სახლში ისე შეხვდნენ, როგორც ნამდვილ გმირს. მას შემდეგ აღარც მეზობლები ბრაზობენ ძაღლზე. მხოლოდ პატრონს რცხვენია მისთვის თვალებში შეხედვის.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?