უნაშეზღუდული ლეკვი სახელად ტურბო
უნაშეზღუდული ლეკვი სახელად ტურბო
ჩიხუახუას ლეკვი წინა კიდურების გარეშე დაიბადა, პატრონს ექიმები ურჩევდნენ, მისთვის ევთანაზია გაეკეთებინა, მაგრამ მან ეს გადაწყვეტილება ვერ მიიღო.

ლეკვს ტურბო დაარქვას, სხვა მხრივ ტურბო ძალიან ჯანმრთელი ძაღლია. როდესაც მისი და-ძმა დედას მიჰყვებოდნენ, მას არ შეეძლო სიარული და წვალებით მიბობღავდა მათთან ერთად.

Zooclub

ტურბო 1 თვის ასაკში მხოლოდ 300 გრამს იწონიდა.

ტურბოს წინა კიდურების მაგივრად ვეტერინარების რჩევით, უნდა გაკეთებულიყო სპეციალური სამოძრაო ეტლი, თუმცა ასეთი პატარა ლეკვისთვის ეს მოწყობილობა არ გამოდგებოდა და სპეციალისტებმა გადაწყვიტეს,
რომ ეტლის მაგივრად, მისთვის გაეკეთებინათ სათამაშო ვერტმფრენის ბორბლები. იმისათვის, რომ ტურბოს ნაზი სხეული არ დაზიანებულიყო მოძრაობის დროს, კონსტრუქციას რბილი მატერია შემოახვიეს.

Zooclub

"ის გასაოცარი  ლეკვია,
ძალიან უყვარს თამაში. განსაკუთებით, როდესაც ფეხსაცმელს ხედავს, მაშინვე თამაშობს მასთან". – აბობს ტურბოს ვეტ-ექიმი.

Zooclub

სპეციალისტმა, რომელიც ტურბოს ეტლისთვის მუშაობდა, რამდენიმე დღით ლეკვი სახლში წაიყვანა, რათა ზომები აეღო და მისი შესაფერისი სასიარულო მოწყობილობა დაემზადებინა. მას ისე მოეწონა ლეკვი, გადაწყვიტა ტურბო საბოლოოდ თავისთან დაეტოვებინა და ეპატრონა მასზე. ტურბო ძალიან კარად გრძნობს თავს, მის ახალ პატრონთან. მისი ნაკლის მიუხედავად, ის მაინც მხიარული და ბედნიერი ლეკვია.

ტეგები
თაკო
ამეტირა, რა იქნება ყველა ადამიანს უყვარდეს ცხოველები და ისინი არასოდეს მივატოვოთ განსაცდელში.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?