ქალს ეგონა, რომ Facebook-ის პროფილი "ჰაკერმა" გაუტეხა, სანამ თავისი ძაღლის დამნაშავე თვალები არ შეამჩნია
ქალს ეგონა, რომ Facebook-ის პროფილი "ჰაკერმა" გაუტეხა, სანამ თავისი ძაღლის დამნაშავე თვალები არ შეამჩნია
ნიდერლანდებში მცხოვრებმა 69 წლის ლინდა მიმსიმ მეგობრები და სოციალური ქსელის მოდერატორები შეაწუხა მას შემდეგ, რაც მისი ჯგუფის ფონის ფოტო შეიცვალა და სტატუსები წაიშალა. აღმოჩნდა, რომ "დამნაშავე" მასთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე მითიური "ჰაკერი", - წერს გამოცემა "Metro".

ერთ დილას, ლინდამ თავის ბაღში რამდენიმე საათი იმუშავა, ამის შემდეგ შხაპი მიიღო, ხოლო მოგვიანებით, Facebook-ზე თავისი შექმნილი ჯგუფი შეამოწმა. მისი ჯგუფის მთავარი თემაც მისი მშობლიური ქალაქი, თათბური (დიდი ბრიტანეთი) იყო. ლინდა ჯგუფს რამდენიმე მეგობართან ერთად მართავდა, თუმცა, ის გაოცებული დარჩა, როდესაც მისი პროფილიდან ვიღაცამ
ჯგუფის ფონი და პოსტები წაშალა.

ქალი დარწმუნებული იყო, რომ ეს თავად არ გაუკეთებია. ის დაუკავშირდა
მეგობარს, რომელმაც ურჩია, სოციალური ქსელის ადმინისტრაციისთვის მიემართა. ამასთან ერთად, ლინდა და თავისი მეგობარი ჯგუფის წევრებს სიტუაციას უხსნიდნენ და ბოდიშს იხდიდნენ პოსტების წაშლისთვის. ქალმა თავისი პაროლი მაშინვე შეცვალა და სოციალური ქსელის ადმინისტრაციას წერილიც მისწერა.

"ლინდამ დამირეკა და მითხრა, რომ პრობლემა მოგვარებული იყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მისი 3 წლის ძაღლი, სახელად "ბო", ტელეფონზე დამჯდარა", - ამბობს ლინდას მეგობარი.

Zooclub

აღმოჩნდა, რომ ბო პატრონის ტელეფონზე დაჯდა, როგორღაც შეძლო ბლოკის მოხსნა და აპლიკაციის ჩართვა. ლინდამ ჯგუფის წევრების წინაშე ბოდიში მოიხადა და არსებული სიტუაცია განმარტა. ბოოს "დანაშაულმა" ყველა გაამხიარულა.

ძაღლი კი დამნაშავე სახით იყურებოდა და პატრონს თვალს არ აშორებდა, მაგრამ ლინდას თქმით, მისი დასჯა არც უფიქრია.

წყარო: metro.co.uk

ასევე იხილეთ:

ძაღლმა გაზქურიდან ბლინი მოიპარა და შედეგად, სახლში ხანძარი გააჩინა

რომელმა ლაბრადორმა მოიპარა ორცხობილა? ერთ-ერთმა ძაღლმა მეგობარი პატრონთან დააბეზღა

"ვიღაც რეკავდა 911-ში და ხმას არ იღებდა", პოლიციამ დამნაშავეები 16 ზარის შემდეგ გამოავლინა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?