გოგონა ცრემლებს ვერ იკავებდა, როდესაც მას ძაღლი აჩუქეს (ემოციური ვიდეო)
მშობლებთან მცხოვრები გოგონა ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის მოხალისე გახდა. მას შემდეგ, ის თავშესაფარში არაერთ ცხოველს უვლის, თუმცა, მიტოვებულ ბინადრებს შორის მას ყველაზე მეტად ძაღლი რემბო შეუყვარდა. მოხალისე რემბოს მოსავლელად არასამუშაო დღესაც მიდიოდა.

ოჯახის წევრებმა ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყვეს და გადაწყვიტეს, შვილისთვის სიურპრიზი გაეკეთებინათ.

მშობლები შვილისგან მალულად გახდნენ რემბოს მეურვეები და თავშესაფრის თანამშრომლებს სთხოვეს, საიდუმლო არ გაემხილათ. როდესაც გოგონამ ძაღლის გაშვილების ამბავი გაიგო, გაბრაზდა, მაგრამ ოთხფეხა მეგობრის დაბინავებით ბედნიერი იყო. 

მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ რემბოს მომავალი პატრონი თავად გახდებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ
მშობლებმა მას ძაღლი მიუყვანეს, მან სიხარულისგან ტირილი დაიწყო.

ოჯახის წევრებმა გოგონასა და ოთხფეხა ბინადრის  ემოციური
შეხვედრა ვიდეოზე გადაიღეს და ინტერნეტ სივრცეში გაავრცელეს, რასაც არაერთი თბილი კომენტარი მოჰყვა.

ასევე იხილეთ:

ქორწილი სიურპრიზით: გოგონა ასეთ საჩუქარს ნამდვილად არ ელოდა

ძაღლმა თავის ცხოვრებაში საუკეთესო საჩუქარი მიიღო

ლეკვმა გოგონას საოცარი ამბავი შეატყობინა: ცხოველის საყელურზე წაკითხულმა მისი აღფრთოვანება გამოიწვია


ფისო
შენ გენაცვალე თბილ გულში, მეც ამატირე საყვარელო გოგოვ!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?