პატრონებს 18 წლის ძაღლი მკვდარი ეგონათ და დაასაფლავეს
პატრონებს 18 წლის ძაღლი მკვდარი ეგონათ და დაასაფლავეს
ისტორია, რომელიც პრიმორიეს მხარეს (რუსეთი) მოხდა და გამოცემა "dailymail"-ი ავრცელებს, საშინელებათა ფილმს მოგაგონებთ, თუმცა - პოზიტიური დასასრულით. პატრონებმა ხნიერი ძაღლი დიკი დაკრძალეს, თუმცა, ის უეცრად "მკვდრეთით აღდგა", საფლავიდან ამოძვრა და უახლოეს გზამდე ხოხვით გავიდა. ცხოველი გამვლელმა აღმოაჩინა, რის შესახებაც ადგილობრივ თავშესაფარს აცნობა.

როგორც ჩანს, 18 წლის ძაღლის პატრონებმა ჩათვალეს, რომ შინაური ცხოველი მოკვდა და ის ნოვონიკოლსის გზის პირას დამარხეს. რამდენიმე ხნის შემდეგ, დიკი მიწიდან ამოძვრა და გზამდე მივიდა. გასაცოდავებული ძაღლი ერთ ადგილზე იწვა - შიშისგან და სიცივისგან კანკალებდა.

Zooclub

შეტყობინების შემდეგ, თავშესაფრის
მოხალისეები დაუყოვნებლივ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. ცხოველი ვეტერინართან გადაიყვანეს, მას ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდა, ხოლო შემდეგ
მისი ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელეს, რათა პატრონი ეპოვათ.

თავშესაფრის ხელმძღვანელის, ირინა მუდროვას, თქმით, დიკის ოჯახი მალევე გამოჩნდა.

Zooclub

"მსგავსი ისტორია თავშესაფარში მუშაობის განმავლობაში არ გვქონია. 18 წლის ძაღლმა, სახელად დიკიმ, ორი პატრონის გარდაცვალება გადაიტანა, მას მანქანამ დაარტყა, თუმცა, მისი ბოლო თავგადასავალი ყველაზე სევდიანია - ის "მოკვდა" და პატრონებმა დამარხეს. საბედნიეროდ, მიწა ტენიანი არ აღმოჩნდა და დიკიმ ამოსვლა შეძლო", - წერს ძაღლის შესახებ თავშესაფრის ხელმძღვანელი.

დიკის პატრონები ზრდასრული დები აღმოჩნდნენ. მათ ცხოველის დანახვისას ცრემლები სდიოდათ. ირინას თქმით, პატრონებს ძაღლი მკვდარი ეგონათ, რადგან დიკი ეზოში გაუნძრევლად მწოლიარე აღმოაჩინეს. იგი ხმასა და შეხებაზე არ რეაგირებდა.

მადლიერმა ოჯახმა თავშესაფარს თანხაც შესწირა და სახლში დიკისთან ერთად დაბრუნდნენ.

Zooclub

თუმცა, სოციალური ქსელის მომხმარებელთა აზრი ორად გაიყო - ზოგიერთი დიკის პატრონებს უყურადღებობაში ადანაშაულებდა და აღშფოთებულნი იყვენენ ცოცხალი ძაღლის დამარხვით, ხოლო ნაწილი პატრონებს იცავდა - მათი თქმით, შესაძლოა, ძაღლმა უბრალოდ გონება დაკარგა და ოჯახმა ჩათვალა, რომ ის მკვდარი იყო.

"მესმის, რომ ამ ფაქტმა გაურკვევლობა გამოიწვია, მაგრამ არ უნდა განვსაჯოთ დიკის პატრონები, რადგან მათთვის ეს ძაღლი ძალიან ძვირფასია. შეხვედრისას იყო ცრემლები, სევდიანი ისტორიები ძაღლზე და მადლიერება არა მხოლოდ სიტყვებით -  დებმა თავშესაფარს ხუთი ათასი მანეთი შესწირეს", - წერს სოციალურ ქსელში თავშესაფრის დირექტორი ირინა მუდროვა.

წყარო: dailymail.co.uk

ასევე იხილეთ:

გარდაცვლილი კატა, დაკრძალვიდან 5 დღის შემდეგ სახლში დაბრუნდა

ბიჭმა მთებში იპოვა ცოცხალ-მკვდარი ძაღლი, რომელსაც საყელურზე ტელეფონის ნომერი ეწერა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?