ინსტაგრამის ყველაზე პოპულარულმა ძაღლმა ჟურნალისტის კითხვას "იუმორით" უპასუხა (სახალისო ვიდეო)
ავსტრალიაში მცხოვრები ბორდერ კოლის ჯიშის ძაღლი, სახელად სტენლი, გასართობად ჩოკბურთის ბურთებს იჭერდა და წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ეს პოპულარობას მოუტანდა. ვიდეო რგოლებს, სადაც სტენლი თამაშობს, უამრავი ნახვა აქვს. სწორედ ამიტომ ადგილობრივი ტელევიზიის წარმომადგენელი მასთან ინტერვიუს ჩასაწერად მივიდა.

ჟურნალისტმა ძაღლს კითხვა დაუსვა - მას აინტერესებდა, თუ როგორი შეგრძნებაა სტენლისთვის პოპულარობა და მან ცხოველისგან დაუყოვნებლივ მიიღო პასუხი: ოთხფეხა ბინადარმა უეცრად მიკროფონის ქარისგან დამცავი საფარი კბილებით მოაძრო და გაიქცა.

პატრონის აზრით, სტენლიმ ჯერ კიდევ უნდა ისწავლოს პრესასთან ურთიერთობა.

Zooclub

თუმცა, როგორც ჩანს, სტენლის ეს ისევე
არ ანაღვლებს, როგორც პოპულარობა. ის დიდი სიამოვნებით აგრძელებს თავის საყვარელ საქმიანობას.

ასევე იხილეთ:

სატელევიზიო ინტერვიუს დროს
ძაღლმა ღვეზელი მოიპარა


ძაღლმა გაზქურიდან ბლინი მოიპარა და შედეგად, სახლში ხანძარი გააჩინა

ძაღლი ქმნის ნახატებს, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?