ერთგული ძაღლი ერთი კვირაა კლინიკის კართან წევს და პატრონს ელოდება, თუმცა, მისი პატრონი მოკვდა
ერთგული ძაღლი ერთი კვირაა კლინიკის კართან წევს და პატრონს ელოდება, თუმცა, მისი პატრონი მოკვდა
ძაღლის ერთგულებაზე შეიძლება უამრავი ისტორია გავიხსენოთ. ისინი ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვაჩვენებენ, თუ რას ნიშნავს ნამდვილი მეგობრობა და ერთგულება.

ექვსი წლის ლაბრადორი, სახელად ტოტო, ქალაქ სან-სალვადორ-დე-ხუხუი​ს (არგენტინა) კლინიკასთან კვირაზე მეტია წევს. ის მოთმინებით ელოდება პატრონს, რომელიც, სამწუხაროდ, მას აღარასოდეს მიაკითხავს.

სიკვდილის წინ მამაკაცს მასთან გამომშვიდობება სურდა. ამიტომ, პატრონის თხოვნით, ნათესავებმა ძაღლი კლინიკაში მიიყვანეს. და აი, ის დაიღუპა, ხოლო ნათესავებმა ცხოველის წაყვანა არ მოინდომეს, წერს გამოცემა "Daily Mail"-ი. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ტოტო საოცრად კეთილი ძაღლია, ის ადამიანებს მოფერების ნებას რთავს, თუმცა, კლინიკის ტერიტორიას
არ ტოვებს.

Zooclub

"თითქოს მას სჯერა, რომ ერთ დღეს პატრონი გამოვა და მას სახლში წაიყვანს."

ცხოველთა
დამცველები ძაღლისთვის მზრუნველი პატრონის პოვნას ცდილობენ. ახალმა ოჯახმა შინაურ ცხოველს თვალი უნდა ადევნონ, რათა არის ალბათობა იმისა, რომ ძაღლი გაიქცეს და კვლავ კლინიკის კართან დაბრუნდეს და ისევ საყვარელ ადამიანს დაელოდოს.

წყარო: dailymail

ასევე იხილეთ:

ძაღლი კლინიკასთან 6 დღე ელოდებოდა 22 წლის პატრონს

ძაღლს, რომელიც გარდაცვლილ პატრონს 10 წელი სამსახურთან ელოდა, ძეგლი დაუდგეს

ექიმებმა ვიდეოზე გადაიღეს ძაღლი, რომელიც გონებადაკარგულ პატრონს გვერდიდან არ შორდებოდა


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?