ისტორიაში პირველი ძაღლი, რომელმაც ჰიმალაის მწვერვალი დაიპყრო და მზრუნველი პატრონიც იპოვა
ისტორიაში პირველი ძაღლი, რომელმაც ჰიმალაის მწვერვალი დაიპყრო და მზრუნველი პატრონიც იპოვა
სპეციალისტების ინფორმაციით, ამ შემთხვევამდე არც ერთ ძაღლს მწვერვალამდე არ მიუღწევია: დონ ვარგოვსტკიმ სიეტლიდან, რომელიც ალპინისტების ჯგუფს ხელმძღვანელობდა,  ჰიმალაის მთებში, მწვერვალ მერადან ჩამოსვლისას, უპატრონო ძაღლი შეამჩნია. მას შემდეგ ცხოველი ვარგოვსკისა და მისი ჯგუფის წევრებს არ მოშორებია. მეტიც, ის ექსპედიციის ნაწილიც გახდა. ძაღლს, მწვერვალის საპატივცემულოდ, მერა უწოდეს. ამის შესახებ წერს გამოცემა "dailymail"-ი.

მერა ნამდვილ მთამსვლელებთან ერთად მწვერვალისკენ უშიშრად მიდიოდა - ცხოველმა სპეციალური აღჭურვილობით რთული ადგილებიც გადალახა. ამგვარად, ის გახდა პირველი ძაღლი, რომელმაც ბარუნტსეს მწვერვალი დაიპყრო. ის 7129 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ვარაუდია, რომ ამ დრომდე
არც ერთ ძაღლს ასეთ სიმაღლეზე არ მიუღწევია.

Zooclub

ექსპედიცია 3 კვირა გრძელდებოდა.

Zooclub

"მან თითქოს იცოდა გზები. უკან
დაბრუნებისას წინ მიდიოდა და სწორ მიმართულებას გვაჩვენებდა. მერამ ექსპედიციაში წარმატება მოგვიტანა", - ამბობს მთამსვლელი.

Zooclub

Zooclub

მწვერვალიდან დაშვების შემდეგ, მერა ექსპედიციის მენეჯერთან და წინამძღოლთან - კაჯი შერფთან დარჩა. ის მშვიდად განაგრძობს ცხოვრებას. შერფიმ ძაღლს ახალი სახელიც შეურჩია - ბარუ - მწვერვალის საპატივცემულოდ, რომლის დაპყრობაც ძაღლმა თავისუფლად შეძლო.

Zooclub

წყარო: dailymail

ასევე იხილეთ:

მთამსვლელმა 6 ათასი მეტრის სიმაღლეზე გერმანული ნაგაზი იპოვა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?