ძაღლი-თერაპევტი: შინაურმა ცხოველმა პატრონი კომიდან გამოიყვანა და კლინიკებში თერაპევტად მუშაობა დაიწყო
ძაღლი-თერაპევტი: შინაურმა ცხოველმა პატრონი კომიდან გამოიყვანა და კლინიკებში თერაპევტად მუშაობა დაიწყო
65 წლის მშენებელ-ინჟინერი დიდი ბრიტანეთიდან - ენდი სასი, 2016 წელს კლინიკაში მოხვდა. ენდის პნევმონიის რთული ფორმა განუვითარდა, ამიტომ ექიმებმა ის ხელოვნურ კომაში ჩააგდეს.

კლინიკის ხელმძღვანელობამ მამაკაცის ნათესავებს ნება დართეს, პაციენტთან მისი ძაღლი მიეყვანათ. ცხოველმა პატრონის გამოღვიძება შეძლო და მას სწრაფად გამოჯანმრთელებაში დაეხმარა.

ექიმები ენდის გაღვიძებას სამი დღის შემდეგ გეგმავდნენ და ძალიან გაკვირვებულნი იყვნენ მოვლენების ასეთი განვითარებით. სპეციალისტებმა ძაღლს ნება დართეს პატრონთან ყოველდღე მისულიყო. სულ რაღაც ერთ კვირაში, ენდი გამოჯანმრთელდა, რის შემდეგაც პაციენტი სახლში გაწერეს.

მამაკაცმა შნუდელის (შნაუცერისა და პუდელის მეტისი) ჯიშის
ძაღლი, სახელად ტედი, თავშესაფრიდან აიყვანა. პირველივე დღეს პატრონსა და ძაღლს შორის განსაკუთრებული სულიერი კავშირი შედგა. ენდი
ირწმუნება, რომ მან თავშესაფრიდან აყვანით ტედი გადაარჩინა, ხოლო ახლა ძაღლმა სამაგიერო გადაუხადა. ექიმები გაოცებულნი იყვნენ ოთხფეხა არსების სამკურნალო თვისებებით და პატრონს ურჩიეს, შინაური ცხოველი თერაპევტი-ძაღლის კურსებზე მიეყვანა.

Zooclub

ამჟამად ტედი პროფესიონალი თერაპევტი-ძაღლია. ის სტუმრობს კლინიკებს, მოხუცთა თავშესაფრებს, სკოლებსა და სხვა დაწესებულებებს. ცხოველი გარშემომყოფებს მეგობრულად ექცევა. მისი დამსახურებით, პაციენტები სწრაფად მიდიან გამოჯანმრთელებისკენ. ტედის ყველა ორგანიზაციაში სიხარულით ეგებებიან. 

ასევე იხილეთ:

ავიაკომპანიამ თავის რეისზე უზარმაზარ მალამუტს მგზავრებთან ერთად ფრენის ნება დართო - ამას თავისი მიზეზი აქვს

კატების ფარული სამკურნალო თვისებები დამტკიცებულია - განსაკუთრებით ქალებისთვის!

დამკრძალავმა ბიურომ, ჭირისუფლების დასამშვიდებლად, ძაღლი- თერაპევტი აიყვანა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?