უსახლკარო მეგობარმა მეტისებმა საკუთარი ოჯახი იპოვეს
უსახლკარო მეგობარმა მეტისებმა საკუთარი ოჯახი იპოვეს
სავანნის (ჯორჯიის შტატი) ძაღლების დამჭერი სამსახურის თანაშრომლებმა 16 ივლისს გამოაქვეყნეს შეტყობინება, რომ ეძებენ ერთ სახლს ორი მეტისისთვის – ჩიხუახუას მეტისი ჩაჩისთვის და პიტბულის მეტისი ჯონისთვის.

ამ წყვილმა ოფიცრების გული პირველი შეხვედრისას დაიპყრო. ძაღლები ქალაქში ერთად ხეტიალის დროს იპოვეს. ჩაჩის ორივე თვალზე საშინელი ინფექცია ჰქონდა და პიტბულს, რომელიც მასზე ბევრად ძლიერი აღნაგობის იყო, თავისი მეგობარი კბილებით მოჰქონდა. ხანდახან ის ჩერდებოდა, რომ მეგობრის დასიებული თვალები აელოკა. ჩანდა, რომ ჩაჩი ძალიან მადლიერი იყო თავისი მეგობრის.

ჩაჩი თავშესაფრის კლინიკაში მოათავსეს, მაგრამ თვალების გადარჩენა ვერ
მოხერხდა. როდესაც ძაღლი მთლიანად გამოჯანმრთელდა ოპერაციის შემდეგ, ჯონის როგორც იქნა მისცეს უფლება მოენახულებინა მისი ძველი
მეგობარი. მათი შეხვედრა უზომოდ ემოციური იყო – ისინი წკმუტუნებდნენ, ლოკავდნენ და თბილად ეხუტებოდნენ ერთმანეთს.

თავშესაფრის თანამშრომლები ამბობდენ, რომ შესანიშნავი იქნებოდა, თუ ორივე ძაღლი ერთ პატრონთან მოხვდება, ამაში გამართლება იშვიათობა იყო, თუმცა – შესაძლებელი.

ეს ამბავი სოციალურ ქსელში ძალიან სწრაფად გავრცელდა და სავანნის (ჯორჯიის შტატის) პოლიციის დეპარტამენტის გვერდზე გაჩნდა ინფორმაცია: "ჩაჩიმ, ჩიხუახუას მეტისმა და ჯონიმ, პიტბულის მეტისმა სავარაუდოდ საბოლოოდ იპოვეს სახლი!"

ძაღლები და მომავალი პატრონი შეხვედრით აღფრთოვანებულები დარჩნენ.

Zooclub

ოფიცერმა გაიცნო ახალი პატრონი, რომელიც ფლორიდაში ცხოვრობს, მათ ცხოველების ტრანსპორტირების გეგმებზე ისაუბრეს. ძაღლების გადაცემა მოხდება აფვისტოს, როდესაც მათი ვაქცინაციიდან შტატის კანონის მიერ დადგენილი ვადა გავა.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?