პატრონმა გადაწყვიტა ძაღლი "მეგობრული" გარეგნობის გამხდარიყო და ის ვარდისფრად შეღება
გერმანული დოგის, დრამას პატრონ ჯესიკას მობეზრდა, რომ ოთხფეხა მეგობართან სეირნობისას, გამვლელები მათ ერიდებიან.  ყოველივე შინაური ცხოველის უზარმაზარი აღნაგობის დამსახურებაა. გოგონამ კრეატიული იდეა მოიფიქრა, რათა მისი 5 თვის ძაღლი გაცილებით მეგობრული შესახედაობის ყოფილიყო.

მან ოთხფეხა ბინადარი ძაღლების სალონში წაიყვანა და მისი ვარდისფრად შეღებვა გადაწყვიტა. სპეციალისტებმა ცხოველის თათები ლურჯ-იასამნისფრად შეღებეს.

Zooclub

"ჩვეულებრივ, ადამიანებს ეშინიათ დიდი ძაღლების. ამ მხრივ, დრამაც არაა გამონაკლისი. ასეთი შეფერილობით გაცილებით მარტივია სოციალიზაცია. გარდა ამისა, შეღებვის შემდეგ, დრამას უმეტესობა ღიმილით უყურებს", - აღნიშნავს 21 წლის პატრონი.

უჩვეული ტრანსფორმაციის შემდეგ, სეირნობისას, ძაღლი
მეტ ყურადღებას იქცევს, თუმცა, ძირითა
დად გამვლელები გოგონას ეკითხებიან, თუ რა მიზეზით შეღება ძაღლი.

"მისი შეფერილობისა და ვარდისფრად შეღებილი ბრჭყალების გამო, ადამიანები მაშინვე ხვდებიან, რომ დრამა ზიანს არავის მიაყენებს", - ამბობს ძაღლის პატრონი.

Zooclub

შეღებვის პროცედურაზე ჯესიკამ 100 დოლარი გადაიხადა. მისი თქმით, დრამას მოეწონა, როგორც პროცედურა, ისე ბეწვის განახლება.

გოგონა ირწმუნება, რომ მისი შინაური ცხოველი უსაფრთხო საღებავით შეღებეს. კითხვა კი ერთია, თუმცა, სადაო: გახდა თუ არა დრამა მეგობრული მას შემდეგ, რაც მისი ბეწვის ფერი შეიცვალა?

Zooclub

ჯესიკას თქმით, სეირნობისას გამვლელები მას ხშირად ადანაშაულებენ ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობაში.

"ადამიანების უმეტესობას არ ესმის, რომ საღებავი ნამდვილად უსაფრთხოა და ყოველთვის განვმარტავ, რომ ეს დრამას ზიანს არ მიაყენებს. გარდა ამისა, ზოგიერთი ადამიანისგან ვიღებ მუქარას, მაგრამ მერწმუნეთ - ჩემი ძაღლები უსაზღვრო სიყვარულში იზრდებიან", - ამბობს დრამას პატრონი.

წყარო: catersnews.com

ასევე იხილეთ:

საუდის არაბეთში გამართულ აქლემების სილამაზის კონკურსზე, 12 აქლემს, ბოტოქსის გამო, დისკვალიფიკაცია მისცეს

ავღანური მწევარი ეიჯეი, რომელიც ძაღლების მოდის ინდუსტრიაში წამყვანი მოდელია
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?