ძაღლი 5 წელი ელოდა პატრონს გაჩერებაზე და მას პატრონმა მოაკითხა (+ვიდეო)
ძაღლი 5 წელი ელოდა პატრონს გაჩერებაზე და მას პატრონმა მოაკითხა (+ვიდეო)
მათ ერთმანეთი 5 წელი არ ენახათ – და აი, შეხვდნენ. ბობიკის წარმოუდგენელი შეხვედრა პატრონთან შედგა.
ძაღლი, სოფლის მცხოვრებლების აზრით, ჯერ კიდევ ზაფხულში ვიღაც უცხომ მანქანიდან ლუცკ-იაგოტინის (უკრაინა) ტრასაზე გადმოაგდო. 

მას მერე ძაღლი ყოველდღე იჯდა გაჩერებაზე. გადაიტანა სიცივე და შიმშილი და აი, მას ნამდვილმა პატრონმა მოაკითხა.

მაიაკებში დიდი გაცილება მოუწყეს ბობიკს. ხალხმა ერთად გააცილა ძაღლი, რომელიც მოესწრო პატრონის დაბრუნებას.

ნახევარი წლის წინ შავ-თეთრი ძაღლი ადგილობრივ ავტობუსის გაჩერებაზე დასახლდა. ყოველდღე ყურადღებით იხედებოდა ყველა ავტომობილში. ადგილობრივებმა გადაწყვიტეს, რომ ცხოველი დაიკარგა.
ხან პუშოკს ეძახდნენ, ხან – მოპსიკს. აჭმევდნენ და პატარა სახლიც კი გაუკეთეს პირდაპირ ტრასასთან. არც ერთ იქაურ მცხოვრებს
ძაღლი სახლში არ მიჰყვებოდა.

სიუჟეტი ძაღლზე გოლემბიევსკების ოჯახმა ნახა ივანო-ფრანკოვსკის ოლქიდან და თავისი ბობიკი მაშინვე იცნეს. იგი ხომ მათ ბაბუასთან ცხოვრობდა, რომელიც 5 წლის წინ დაიღუპა. დაღუპვიდან 1 თვის შემდეგ კი ძაღლიც დაიკარგა. მთელი ეს პერიოდი მათ სულ ახსოვდათ ის, მაგრამ მისი ნახვის იმედი აღარ ქონდათ. ძაღლს წასაყვანად დაღუპულის შვილიშვილმა ჩამოაკითხა.

"მამამ ტელევიზორში ნახა, დამირეკა, მითხრა რომ იცნო. გამაგებინა ოლქი, სოფელი, სადაც იყო ჩვენი ძაღლი. მთხოვდა: "როგორც კი დროს გამონახავ, აუცილებლად ჩააკითხეო", – ჰყვებოდა სტეფანე გოლემბიევსკი.

Zooclub

"ერთ საღამოს, გვიან, შემოვიდა ჩემთან ახალგაზრდა კაცი. მან მაშინვე დამიდო ფოტო მაგიდაზე, სადაც ის და ბობიკი ერთად არიან გადაღებულები. ბობიკი ამ ფოტოზე 3 წლისაა. ვუყურებდი და მართლაც, ჩვენი გაჩერების ძაღლს ჰგავდა, ოღონდ პატარაობისას", – ამბობდა ტატიანა პლიუშკო.

ძაღლის წასაყვანად სტეფანეს მაიაკებში ორჯერ მოუწია ჩასვლა. პირველად ის უშედეგოდ ელოდა ძაღლს გაჩერებაზე რამდენიმე საათი. სახლში ხელცარიელი დაბრუნდა, მაგრამ სულ მალე მას დაურეკეს და აცნობეს, რომ ძაღლი ისევ გაჩერებაზე იყო და ისევ გამვლელ მანქანებს ათვალიერებდა. სტეფანემ ისევ ჩააკითხა ძაღლს. ბობიკმა, იმის მიუხედავად, რომ მას ადგილობრივები უვლიდნენ და ეფერებოდნენ, ძველი მეგობარი არ დაივიწყა.

ბედნიერი დასასრულით გამოწვეულ ცრემლებს მაიაკების მცხოვრებლები არ მალავდნენ; უხაროდა ბობიკსაც.

ბობიკის გაცილების შემდეგ ის მის ახალ პატრონთან ერთად კიდევ ერთხელ დაბრუნდა სოფელში. ეს სტეფანემ მოუტანა საჩუქრები იმ გულისხმიერ მცხოვრებლებს, რომლებმაც გადაარჩინეს მისი ოთხფეხა მეგობარი სიცივისა და შიმშილისგან.


იხილეთ ვიდეო
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?