სახეზე აწერია: "ვერ ვიტან ახალ წელს!"
სახეზე აწერია: "ვერ ვიტან ახალ წელს!"
ტელფორდში (შრიფშირის საგრაფო, დიდი ბრიტანეთი) მცხოვრებმა 20 წლის ჟასმინ მილტონმა ციმბირული ჰასკი, სახელად მანუკო, შვიდი კვირის ასაკში აიყვანა. გოგონა ირწმუნება, რომ ანუკოს ლეკვობიდან უკმაყოფილო გამოხედვა აქვს, ხოლო ახალი წლის დღესასწაულზე მის თვალებში ორმაგ უკმაყოფილებას ამოიკითხავთ.

"მან მაიძულა, გავსულიყავი გარეთ, როდესაც ყველაზე მეტად მინდოდა საწოლში ნებივრობა. ის მაცინებდა, როდესაც სხვას არავის შეეძლო ჩემში ღიმილის გამოწვევაც კი, ხოლო ახლა მისი გამოხედვა მთელ მსოფლიოს აცინებს. ანუკო ჩემი გმირია", - ამბობს ძაღლის პატრონი.

Zooclub

მიუხედავად იმისა, რომ ანუკოს სასტიკი, დაუნდობელი გამოხედვა აქვს, სინამდვილეში ის მშვიდი და მოსიყვარულე
ძაღლია.

Zooclub

"ის ძალიან კეთილია. უცხო ადამიანებს არასოდეს უყეფს. ზარმაცი, თუმცა, ძალიან საყვარელია. იგი არასოდეს ბრაზდება ჩემს
საქციელზე", - ამბობს ჟასმინი.

Zooclub

მიუხედავად ამისა, ანუკო წელს ვერ მოხვდა სანტას საყვარელ ბავშვს შორის.

"ანუკომ წელს ვერ მიიღო საშობაო საჩუქარი. ამის მაგივრად მოგვიწია ძვირადღირებული სტომატოლოგიური ოპერაციისთვის თანხის გადადება, რადგან მან ირმის რქის ღეჭვით კბილი მოიტეხა", - ამბობს ჰასკის პატრონი.

ასევე იხილეთ:

ძაღლი, რომელსაც ყოველთვის უკმაყოფილო სახე აქვს, ინტერნეტის ვარსკვლავი გახდა

ასე გამოიყურება მამრი გორილა, რომელსაც მეცხრე შვილი შეეძინა

მამაკაცი უკმაყოფილო ციკანთან საუბარს ცდილობს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?