ძაღლი ქმნის ნახატებს, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს (სახალისო ვიდეო)
შიბა ინუს ჯიშის უსაყვარლესი ძაღლი, სახელად ჰანტერი, საოცარ ნახატებს ქმნის. მას არაერთი გულშემატკივარი ჰყავს. მათ უჩვეულო მხატვარი ერთი ნახვით შეიყვარეს. ადამიანები ჰანტერის ნამუშევრებს ყიდულობენ. მას ინსტაგრამზე აქვს საკუთარი გვერდი, სადაც ათასობით ხელმომწერი ჰყავს.

ჰანტერმა ხატვა 2017 წლის მარტიდან დაიწყო. ინტერნეტ პორტალმა "artuk.org"-მა ძაღლს ჩამოართვა სახალისო ინტერვიუ, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, უკეთ გავეცნოთ მის შემოქმედებას.

გაიცანით ეს ჰანტერია და ის მხატვარია

Zooclub

ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ძაღლები და ადამიანები ფერებს განსხვავებულად აღიქვამენ.

მე ნებას ვრთავ ჩემს "ადამიან დედას" ფერები შემირჩიოს. ჩემი ამოცანაა ფერები ტილოზე გადავიტანო.

ძაღლი ხატვის პერიოდში პატრონისგან სასუსნავებს იღებს.

ჟურნალისტმა იკითხა, ისვრება თუ არა ჰანტერი საღებავებით ხატვისას?

Zooclub

"როგორც
ვიდეო კადრებიდან ჩანს, ხატვისას ძალიან ვფრთხილობ. შესაძლოა, საღებავის რამდენიმე წვეთი ულვაშზე ან თათზე მომხვდეს, თუმცა, ძირითადად სუფთა ვრჩები. ყოველ ჯერზე, როდესაც ფუნჯს ვამოძრავებ, იატაკზე დავარდნილ წვეთებს პატრონი წმენდს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შთაგონებას ვკარგავ."

ჰანტერი თავს იწონებს თავის ნამუშევრებთან

Zooclub

ჰანტერს, ხატვის გარდა, ოჯახთან ერთად ტელევიზორის ყურება და თავის საწოლში ძილი უყვარს.

Zooclub

მხატვარმა ძაღლმა საშობაოდ საჩუქრებიც მიიღო, რადგან ის მთელი წელი სანიმუშოდ იქცეოდა.

ჰანტერს მეგობრებიც ესტუმრნენ და ერთობლივი ფოტოც გადაიღეს

Zooclub

იმის გათვალისწინებით, რომ შინაური ცხოველის ნამუშევრები კარგად იყიდება და მათი შეძენის ბევრი მსურველია, ნიჭიერი ძაღლი კიდევ დიდხანს გააგრძელებს, თავისი უჩვეულო შემოქმედებით, ადამიანების გახარებას.

ასევე იხილეთ:

ძაღლი თავისი გაყიდული ნახატებით ცხოველთა თავშესაფარს დაეხმარება

ფინეთში დათვმა ხატვა დაიწყო

მხატვარი ღორი პიგასო

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?