პატრონმა სიკვდილის პირას მყოფ ახალშობილ ჰასკს სიცოცხლე დაუბრუნა (ემოციური ვიდეო)
5 წლის ჰასკის ჯიშის ძაღლმა ბრაუნმა, რომელიც მზრუნველ პატრონთან ერთად ტაილანდის ერთ-ერთ პროვინციაში ცხოვრობს, 6 უსაყვარლესი ლეკვი გააჩინა. თუმცა, ერთი მათგანი არ მოძრაობდა და არც სუნთქავდა.

ძუ ძაღლი ყველაზე სუსტ ნაშიერს ყურადღებას არ აქცევდა. ის მთელ ყურადღებას ჯანმრთელ ლეკვებს უთმობდა.

ცხოველების 30 წლის პატრონი - ნონტავიტ ვაისი, ბუნებრივ პროცესებში დაუყოვნებლივ ჩაერია და ლეკვის სიცოცხლისკენ მობრუნებას შეუდგა. ბიჭი პატარა არსებას მასაჟსა და ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა. საბედნიეროდ, მისმა მცდელობამ შედეგი გამოიღო.

პატრონმა გაცოცხლებულ ლეკვს კატი დაარქვა. ამასთანავე, ბიჭის თქმით, კატი ლეკვებს შორის ყველაზე
გამორჩეულად უყვარს.

"ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემი მცდელობით ლეკვი გავაცოცხლე. როცა დაიბადა, ის არ სუნთქავდა და
ძალიან სუსტად გამოიყურებოდა. დაახლოებით 10 წუთი გულის მასაჟს ვუკეთებდი. დღეს კატი ისეთივე მხიარულია, როგორც მისი და-ძმა. ის ძლიერი და უსაზღვროდ ენერგიულია", - ამბობს ლეკვების პატრონი.

Zooclub

"კატი დღეს 6 კვირისაა და ყველაზე მეტად ის მიყვარს. ის ულამაზესია. ბედნიერი ვარ, რომ გადავარჩინე და ჩემს გვერდითაა. არასოდეს დანებდეთ, მცდელობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს", - წერს სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ლეკვების პატრონი.

ასევე იხილეთ:

კეთილმა ლაბრადორმა ჭუკები მას შემდეგ იშვილა, რაც მელიამ მათი დედა შეჭამა

20 უზარმაზარი ძაღლი და მათი პატარა ასლები

ლეკვებმა მძინარე კატა კოცნით "დაახრჩვეს"
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?