ძაღლს პატრონი 18 თვე არ უნახავს, შეხვედრისას ცხოველის რეაქცია საოცარია (ემოციური ვიდეო)
ოჯახის წევრთან დიდი ხნით განშორება თითქმის ყველა ადამიანისთვის რთულია, თუმცა, ამ მდგომარეობის გადალახვა გაცილებით მეტად უჭირთ ძაღლებს, რომლებსაც პატრონი საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უყვართ.

ბიგლის ჯიშის ძაღლი, სახელად ჩარლი, ატლანტაში (აშშ) მოსიყვარულე ოჯახთან ერთად წლებია ცხოვრობს. თუმცა, მას განსაკუთრებული ემოცია აკავშირებს ოჯახის უფროსთან, ნიკ ზეკოსთან, რომელიც თავის საქმეზე წელიწად-ნახევარი ქალაქიდან წასული იყო. მას ამ ხნის განმავლობაში თავისი საყვარელი შინაური ცხოველი ნანახი არ ჰყავდა.

ოჯახის წევრების თქმით, ჩარლი ნიკთან განშორებას ძალიან განიცდიდა, თუმცა, დადგა დღე, როდესაც მამაკაცი დაბრუნდა - ცხოველისა და ნიკის შეხვედრა საოცარი
სანახავი იყო: ჩარლი თითქოს საყვედურობდა, თან ბედნიერებისგან საოცარ ხმებს გამოსცემდა და ეხუტებოდა საყვარელ პატრონს.

ემოციური
წუთები ოჯახის წევრებმა ვიდეოზე გადაიღეს, ხოლო შემდეგ სოციალურ ქსელში განათავსეს, რაც რამდენიმე საათში ვირუსულად გავრცელდა. 

ასევე იხილეთ:

3 წლის წინ დაკარგული ძაღლი პატრონმა რუსთაველის გამზირზე იპოვა, მათი შეხვედრა საოცარია

ძაღლს პატრონის დანახვაზე სიხარულისგან გული წაუვიდა

პატრონის და ძაღლის ემოციური შეხვედრა 3 წლის შემდეგ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?