"ყოველთვის მემახსოვრები!" ძაღლი 33 წლის მომაკვდავ პატრონს ემშვიდობება (ემოციური ვიდეო)
33 წლის რაიან ჯესენი ტვინში სისხლის ჩაქცევით მოკვდა... მის გარდაცვალებამდე, კლინიკის პერსონალმა სასიამოვნო ჟესტი გააკეთა:

რაიენის დის, მიშელ ჯესენის თქმით, მის ძმას ძალიან უყვარდა თავისი ძაღლი. ერთადერთი, რაც კი შეიძლებოდა ექიმებს მომაკვდავი პაციენტისთვის გაეკეთებინათ, ძაღლის პალატაში შეშვება იყო, რათა პატრონს საბოლოოდ დამშვიდობებოდა, თუმცა, ეს კლინიკის წესებს ეწინააღმდეგებოდა.

რაიანის მდგომარეობას ყველა გულწრფელად განიცდიდა, ამიტომ კლინიკის თანამშრომლებმა შიდა განაწესი დაარღვიეს და ძაღლი პატრონთან შეუშვეს.

ძაღლი მოლისა და რაიანის სულისშემძვრელი გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ოჯახის წევრებმა ვიდეოზე გადაიღეს.

Zooclub
გადაწყვეტილი იყო, რომ ვიდეოს მხოლოდ ოჯახის წევრები იხილავდნენ,
თუმცა, მიშელმა კადრები სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე განათავსა. გასაკვირი არ არის, რომ ვიდეოს მსოფლიოს მრავალი
ქვეყნიდან გამოეხმაურნენ.

ადამიანები ბრაიენის დას უსამძიმრებდნენ და ძაღლის ერთგულებას დადებითად აფასებდნენ. სოციალური ქსელის არაერთი მომხმარებელი კომენტარებში საკუთარ სევდიან ისტორიებსაც აზიარებდა და ცდილობდა, რაიენის დისთვის ცხოვრებისეული რთული პერიოდი შეემსუბუქებინა.

Zooclub

ადამიანების უმეტესობა დაინტერესდა მოლის შემდგომი ბედით. რაიენის დამ ყველა დაამშვიდა: "ძაღლი კარგად არის და ჩემთან ერთად იცხოვრებს."

მომაკვდავი რაიანი 17 წლის ბიჭის დონორი გახდა - მან თანხმობა განაცხადა, ბავშვისთვის თავისი ჯანმრთელი გული გადაენერგათ.

ასევე იხილეთ:

86 წლის მომაკვდავი მამაკაცის ერთადერთი სურვილი

უკანასკნელ გზაზე მიმავალ მომაკვდავ კატას, პატრონის ხელისთვის თათი არ გაუშვია

"თუ ამას კითხულობთ, მე ჩემი ბრძოლა წავაგე!" მომაკვდავი ქალი, თავისი პატარა ძაღლის მომავალზე დარდობდა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?