მამაცი ძაღლი ეზოში შეპარულ შხამიან გველს წინააღმდეგობას უწევს (ემოციური ვიდეო)
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია ძაღლისა და ძალიან საშიში აღმოსავლური ყავისფერი გველის ეპიკური შერკინება. ცხოველების ჩხუბი დააფიქსირა სათვალთვალო კამერამ, რომელიც დამონტაჟებულია ქალაქ ტრუროს (ავსტრალია) კერძო საკუთრებაში.

შხამიანი გველი საცხოვრებელ სახლში შეღწევას ცდილობდა, თუმცა, ამის საშუალება მამაცმა ძაღლმა ჩარდიმ არ მისცა. შინაური ცხოველი რამდენიმე წუთი წინააღმდეგობას უწევდა საშიშ სტუმარს და მისი ტერიტორიიდან მოშორებას ცდილობდა.

როდესაც ძაღლის პატრონმა, ტერეზა ბარნედიმ, ცხოველების სასიკვდილო ბრძოლა დაინახა, ეზოში იატაკის საწმენდი ჯოხით გავარდა, თუმცა, ყავისფერმა გველმა ძაღლის რამდენჯერმე დაკბენა მოასწრო. საბოლოოდ, ქვეწარმავალი ტერიტორიიდან გაიქცა.

ტერეზა სასწრაფოდ
დაუკავშირდა ნაცნობ ვეტერინარს, რომელმაც ძაღლს ანტიდოტი გაუკეთა. ჩარდიმ საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო, რათა ოჯახი გადაერჩინა.

როგორც ცნობილია, აღმოსავლური ყავისფერი გველის შხამი სხვა შხამიან გველებს შორის სიძლიერით მეორე ადგილზეა. ის ძალიან სწრაფი ქვეწარმავალია. წინააღმდეგობის შემთხვევაში ყავისფერი გველი თავით იწევა ზევით და მოწინააღმდეგეს თავს ესხმის. მისი ნაკბენით ადამიანი რამდენიმე წუთში კვდება.

ყოველ წელს, ყავისფერი გველის ნაკბენით ავსტრალიაში უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ერთად აღებული დანარჩენი სახეობის გველების ნაკბენით.

ასევე იხილეთ:

ერთი ციდა ძაღლი კობრას თავს დაესხა - მან პატრონისთვის საკუთარი სიცოცხლე გაწირა

ძაღლები პატრონს გველისგან იცავდნენ, თუმცა, საბოლოოდ, ქვეწარმავალი მას თავში ესროლეს

ბავშვები უზარმაზარ გველს ჯოხებით ებრძვიან და ყოველივე იმიტომ, რომ საყვარელი ოთხფეხა მეგობარი გადაარჩინონ


მ. ტ.
ძაღლის გვარ-სახელს რომ წერთ, ჯიშიც მიუთითეთ ხოლმე...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?