პიტბულმა თავისი ოჯახი სიკვდილისგან იხსნა
პიტბულმა თავისი ოჯახი სიკვდილისგან იხსნა
მინესოტაში (აშშ) მცხოვრები წყვილი, დეივ და ქერი ჰანსენები, სახლში გვიან დაბრუნდნენ და მალევე დასაძინებლად დაწვნენ. თუმცა, მათი პიტბული მაილო უცნაურად იქცეოდა და ოჯახის წევრებს დაძინების საშუალებას არ აძლევდა.

"ძაღლი უეცრად საწოლზე ამოხტა და თვალს არ მაშორებდა. მის გაგდებას ვცდილობდი, რადგან ძალიან მეძინებოდა. მაილო არ მშვიდდებოდა, თუმცა, ის ჩვეულებრივ წყნარი ძაღლია და ამ შემთხვევამდე მსგავსი ქცევა არ შეგვიმჩნევია", - ამბობს ოჯახის დიასახლისი.

პიტბული დაჟინებით ცდილობდა ქერის გაღვიძებას და როდესაც ქალი საწოლიდან წამოდგა, მან ნამწვის სუნი იგრძნო. ცხოველი მაშინვე გაიქცა ავტოფარეხისკენ, სადაც ცეცხლი მოდებული
იყო.

Zooclub

თავიდან ჰანსენების ოჯახი თავიანთი ძალებით ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას, თუმცა, ხანძარი ძალიან სწრაფად გავრცელდა. ცოლ-ქმარმა
შვილების გაღვიძება და ეზოში გასვლა მოასწრეს, თუმცა, კოტეჯის, ავტომობილის და სხვა ქონების გადარჩენა ვერ შეძლეს.

Zooclub

მიუხედავად საშინელი ზარალისა, ამერიკელი ოჯახი ოპტიმიზმს არ კარგავს. "მთავარია, ყველა ცოცხალია და ეს მაილოს დამსახურებაა", - ამბობს დევიდ ჰანსი.

Zooclub

ჰანსენების ოჯახი დროებით მეგობრებმა და ნათესავებმა შეიფარეს. მათ ასევე გახსნეს საქველმოქმედო ფონდი, რათა დაეხმარონ ამ ადამიანებს, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს.

Zooclub

ამჟამინდელი მონაცემებით, საქველმოქმედო ფონდში, დაახლოებით 65000 დოლარია ჩარიცხული.

ასევე იხილეთ:

ლეკვმა გადაგდებული ახალშობილი იპოვა, მეზობლები ხანძრისგან იხსნა... პატარა, მაგრამ ნამდვილი გმირი

ხანძრის დროს მეცხვარე ძაღლმა თავისი ჯოგი გადაარჩინა იმ დროს, როცა პატრონმა მათი შველა ვერ შეძლო

პიტბულმა ოჯახის ოთხი წევრი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?