ოქროსფერმა რეტრივერმა პატარა ძაღლის გატაცება სცადა (სახალისო ვიდეო)
ინტერნეტ სივრცეში პოპულარული გახდა ვიდეო, სადაც ოქროსფერი რეტრივერი პატარა პომერანულ შპიცთან ერთად გარბის. პატარა ძაღლის პატრონს ეგონა, რომ ცხოველები თამაშობდნენ, თუმცა, შემდეგ რეტრივერმა შპიცის ვარდისფერი საბელი კბილებით დაიჭირა და გაიქცა.

პატრონი უშედეგოდ მისდევდა უზარმაზარ ძაღლს, რომელმაც პატარა ფუმფულა ცხოველი გაიტაცა, შპიცი კი ქალისკენ იყურებოდა იმ იმედით, რომ უზარმაზარი ძაღლისგან დაიხსნიდა.

მხიარულ ვიდეო რგოლს რამდენიმე დღეში 7,5 მილიონი ნახვა, თითქმის 400 ათასი მოწონება და 160 "რეტვიტი" ჰქონდა.

ასევე იხილეთ:

კატამ თავისი ყურები სარკეში პირველად დაინახა... მას წარმოუდგენელი რეაქცია აქვს

ვირმა უცნაური ხმით სოციალური
ქსელის მომხმარებელთა აღფრთოვანება გამოიწვია


ძაღლი თავს უპატრონოდ ასაღებდა, რათა გამვლელები მას "ბურგერებით" გამასპინძლებოდნენ


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?