ძაღლი თავდაუზოგავად მისდევს პატრონებს, რომლებმაც შუა გზაზე მიატოვეს (ემოციური ვიდეო)
როდესაც ადამიანი გადაწყვეტს ძაღლის აყვანას, ცხოველი უნდა აღიქვას, როგორც ოჯახის წევრი, მეგობარი და არა როგორც ნივთი.

ძაღლი საოცარი არსება და ერთგული მეგზურია, რომელიც იმსახურებს მოსიყვარულე ოჯახს, წერს გამოცემა "Animal Bible"-ი.

სამწუხაროდ, მსოფლიოში არა ერთი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც თავიანთი შინაური ბინადრების მიმართ მზრუნველობითა და სიყვარულით არ გამოირჩევიან. ამასთან ერთად, არიან ისეთებიც, რომლებიც ძველი ავეჯივით თავიდან იშორებენ ერთგულ შინაურ ცხოველებს.

ეს ხომ ცხოველია, მას არ შეუძლია გადმოსცეს თავისი დარდი, იმედგაცრუება და გასაჭირი.

ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელმაც ათასობით ადამიანის აღშფოთება გამოიწვია: წყვილი ძაღლს
უცხო ტერიტორიაზე ტოვებს, ხოლო შემდეგ მოტოციკლით წასვლას ცდილობს. ინციდენტი მედელინში (კოლუმბია) მოხდა.

კადრებში ნათლად ჩანს,
თუ როგორ მისდევს ძაღლი მათ, შემდეგ კი მოტოციკლზე ახტომას ცდილობს, რათა სრულ მარტოობაში არ დარჩეს, თუმცა, წყვილი ყოველ მცდელობაზე ძაღლს წიხლით იშორებს. ეს ცხოველთა მოყვარულებისთვის საშინელი სანახავია.

Zooclub

საცოდავი ძაღლი პატრონებს კვლავ მისდევს - წყვილისთვის კი სულერთია. მათ უბრალოდ ერთგული ოთხფეხა მეგობარი თავიანთი ცხოვრებიდან მოიშორეს. ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.

ინტერნეტ მომხმარებლები ნანახით შოკირებულები იყვნენ. ისინი თავიანთ გაბრაზებას კომენტარებით გამოხატავდნენ.

ვიდეოს ავტორი არ წერს, თუ რა ბედი ეწია საცოდავ ცხოველს.

ასევე იხილეთ:

პატრონმა მაკე ძაღლი ტყეში წაიყვანა, ხესთან მიაბა და მიატოვა

ძაღლი მანქანიდან გადმოაგდეს და მიატოვეს, ის მთელი ძალით მისდევდა მათ

ის ელოდებოდა ოჯახს, რომელიც აღარასოდეს დაბრუნდებოდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?