ძაღლის რეაქცია, რომელმაც დაბადების დღეზე საუკეთესო საჩუქარი მიიღო (სახალისო ვიდეო)
ოქროსფერმა რეტრივერმა ლულუმ 1 წლის იუბილე თავის საყვარელ ოჯახთან ერთად აღნიშნა. უდავოა, ძაღლი საჩუქრის გარეშე არ დარჩენილა. მზრუნველმა პატრონებმა მისთვის წინასწარ შეარჩიეს საუკეთესო საჩუქარი.

და აი, დადგა ლულუსთვის განსაკუთრებული დღე - პატრონი შედის სახლში და ძაღლს აჩვენებს ქაღალდის პარკს, საიდანაც უსაყვარლესი "თვალები" მოჩანს. რა არის ეს? ერთ რეტრივერზე უკეთესი ორი რეტრივერია - მას პატარა ლეკვი მიუყვანეს.

ლულუ სიხარულისგან ემოციებს ვერ მალავს. ბედნიერებისგან ის ზურგზე წვება და ტრიალებს, თითქოს ახალ მეგობ
ართან თამაში პირველივე წამებიდან დაიწყო.

ოქროსფერი რეტრივერი ის ჯიშია, რომელსაც გენებში აგრესია არ გააჩნია და ლულუ სწორედ ამის ნათელი მაგალითია.  

ახალი მეგობრების მხიარული შეხვედრა პატრონმა ვიდეოზე
გადაიღო, რაც ინტერნეტ სივრცეში სწრაფად გავრცელდა.

ასევე იხილეთ:

პატრონმა შეცდომით იყიდა ძაღლის პატარა საწოლი... ცხოველის საქციელმა მთელი ოჯახი გააკვირვა

ბავშვების ემოციური რეაქცია, როდესაც საჩუქრად ლეკვი მიიღეს

პატრონის ქორწილში მისულმა ძაღლმა სტუმრები და პატარძალი სასიამოვნოდ გააკვირვა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?