"ის მზად იყო, ჩემ გამო მომკვდარიყო!" - ძაღლმა პატრონი 3 დამნაშავისგან დაიცვა
"ის მზად იყო, ჩემ გამო მომკვდარიყო!" - ძაღლმა პატრონი 3 დამნაშავისგან დაიცვა
"ძაღლი ადამიანის ერთგული მეგობარია", - ეს სიტყვები არა ერთხელ გვსმენია და მართლაც, ეს საოცარი ცხოველი თავის ერთგულებას სწორედ იმ დროს გვიმტკიცებს, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება.

ძაღლმა ლუკასმა ეს მაშინ დაამტკიცა, როდესაც სასტიკი დამნაშავეების თავდასხმისგან პატრონი გადაარჩინა.

Zooclub

ოფიცერ ტედ ფრეიზერს მისისიპიდან თავს ბანდის სამი წევრი დაესხა. მათ სამართალდამცველი მოიმწყვდიეს, შემდეგ ტყეში წაიყვანეს და მოკვლით ემუქრებოდნენ.

ფრეიზერმა შეძლო მანქანის გასაღების ღილაკზე თითის დაჭერა, რათა თავისი საბარგულის კარი გაეღო. საბარგულში ლუკასი იმყოფებოდა. ძაღლი მაშინვე გადმოხტა ავტომობილიდან და პატრონის დასახმარებლად ტყისკენ გაიქცა.

"მესმოდა, თუ როგორ მორბოდა ის.
ვერაფერს ვხედავდი, რადგან მთელი სახე სისხლით დაფარული მქონდა, თუმცა, მესმოდა, ლუკასის მოახლოება და ყეფა. იმ
მომენტში ის მგელს ჰგავდა", - ამბობს პოლიციის ოფიცერი.

Zooclub

ძაღლი თავს დაესხა დამნაშავეებს და მათ შემთხვევის ადგილი სასწრაფოდ დატოვეს.

თავდასხმის დროს, ლუკსმა თათი დაიზიანა და რამდენიმე კბილი დაკარგა, თუმცა, ძაღლი ტრავმებს შემდეგ მალე გამოჯანმრთელდა.

Zooclub

პატრონი ოთხფეხა მეგობრის მიმართ მადლიერებას არ მალავდა. "ის მზად იყო, ჩემ გამო სიცოცხლე გაეწირა. ლუკასი ჩემი ერთგული მეგობარია. მეც მზად ვარ მის გამო სიცოცხლე დავთმო", - ამბობს ფრეიზერი.

Zooclub

ჰენკოკის შერიფის დეპარტამენტმა ლუკასი "წლის გმირის" მედლით დააჯილდოვა.

Zooclub

ოფიცერი ფეიზერი ამაყობს, რომ ლუკასის სახით, ერთგული მეგობარი და საუკეთესო მეწყვილე ჰყავს.

წყარო: boredpanda

ასევე იხილეთ:

პოლიციელმა ძაღლმა მძიმე ჭრილობები მიიღო, როდესაც საკუთარ მეწყვილეს იცავდა

საუკუნო მეგობრები - ჯარისკაცმა თავისი ძაღლი ბოლო წუთამდე არ მიატოვა

მამაცი ლეკვი მეწყვილეს "გულის მასაჟს" უკეთებს და მის გადარჩენას ცდილობს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?