პატარა ძაღლი სახელად რუბი (+ვიდეო)
პატარა ძაღლი სახელად რუბი (+ვიდეო)
ცხოველთა მოყვარულები სიამოვნებით კითხულობენ ან ისმენენ ისეთ ისტორიებს ცხოველებზე, რომლებსაც ბედნიერი დასასრული აქვს. სწორედ ამის მაგალითია პატარა ძაღლი სახელად რუბი.

"მე და ჩემმა მეუღლემ რუბი გზაზე ვიპოვეთ, სადაც ძალიან საშიში სამანქანო მოძრაობაა. ძაღლი საშინელ მდგომარეობაში იყო, ჰქონდა კანის დაავადება, ანემია, იყო შიმშილისგან დასუსტებული. არ შეგვეძლო გზა გაგვეგრძელებინა, ისე რომ მისთვის ყურადღება არ მიგვექცია. გავაჩერეთ ჩვენი მოტოციკლი  და იქვე მყოფი კეთილი ადამიანის დახმარებით რუბი მოტოციკლში მოვათავსეთ, რათა სახლამდე მიგვეყვანა." – ამბობს ძაღლის ახალი პატრონი.

Zooclub
რუბის დიდი დრო დასჭიდრდა, რათა არაერთი დაავადებისგან
განკურნებულიყო და ტანზე ბეწვი ამოსვლოდა. ის პირველ ხანს დათრგუნული და შეშნებული იყო, თუმცა როდესაც მიხვდა,
რომ მის მიმართ ადამიანები ზრუნავდნენ, თბილად ექცეოდნენ, ძაღლი მხიარული და მოსიყვარულე გახდა.

იხილეთ ვიდეო

რუბი დღეს ძალიან ბედნიერია. ის მოსიყვარულე ოჯახის წევრებთან და  რამდენიმე ძაღლთან ერთად დიდ და ლამაზ სახლში ცხოვრობს.

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?