პატრონი თავის უსაყვარლეს ოთხფეხა მეგობარს სამუდამოდ ემშვიდობება - ყველაზე ემოციური წუთები (+ვიდეო)
თითქმის ყველა პატრონს უყვარს საკუთარი შინაური ცხოველი, თუმცა, ფილიპინელ ტოლენტინო დუმანანტის თავის ჰასკისთან შედოუსთან განსაკუთრებული ემოციები აკავშირებდა. ბიჭი და მისი ოთხფეხა ბინადარი 6 წლის განმავლობაში განუყრელი მეგობრები იყვნენ, მაგრამ ძაღლი განუკურნებელი სენით დაავადდა, რის შედეგადაც ვეტერინარებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.


შეუძლებელია, ყველაზე გულგრილმა ადამიანმაც კი ცრემლის გარეშე შეხედოს მათ სამუდამო დამშვიდობებას.

Zooclub

ტოლენტინომ საკუთარ Facebook-ის გვერდზე შედოუს ვრცელი და ემოციური წერილიც მიუძღვნა, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი მთელი ემოციით გადმოსცემს იმას, რასაც თავისი ოთხფეხა მეგობრის მიმართ განიცდის.

"შენ იყავი ჩემი მეგობარი, ოჯახი, სიყვარული და
ყველაფერი კარგი, რაც ამ ქვეყნად გამაჩნდა. დიახ, ჩემი გული ისევ ცემს, თუმცა, მე დავკარგე მისი
ერთი ნაწილი, რომელიც ძველებურად აღარასოდეს იქნება.

ეს ნაწილი ჩემი შედოუა, რომელსაც ჩემს გულში ვერავინ სხვა ვეღარ დაიკავებს.

Zooclub

ყველაზე რთულია, გითხრა მშვიდობით. მე დავკარგე საუკეთესო მეგობარი, შვილი, მეგზური და ჩემი ყველაფერი. რთულია სახლში შესვლა, როდესაც ყველაფერი შენს თავს მახსენებს.

მადლობელი ვარ, რომ ყოველთვის ჩემს გვერდით იყავი. ვიმედოვნებდით, რომ ნოემბერს მის მე-6 დაბადების დღეს აღვნიშნავდით. ამის შემდეგ არ ვიცი, შენს გარეშე როგორ შევხვდე შობას, ახალი წელს.

Zooclub

ილოცეთ შედოუსვის.

შედოუ, ძალიან ძნელია, თუმცა, "მამა" ცდილობს ამ ყველაფერს გაუძლოს. შენ ახლა თავისუფალი ხარ ტკივილისგან, ინექციისა და წამლებისგან.

ძალიან მოკლე დროს ატარებენ შინაური ცხოველები ჩვენს გვერდით და ისინი უმეტესად ჩვენ გველოდებიან, თუ როდის დავბრუნდებით სახლში.

მთელი გულით მეყვარები.

Zooclub

2012 წლის ნოემბერი, 2018 წლის აგვისტო", - წერს სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე შედოუს პატრონი.

ვიდეო რგოლი, სადაც ბიჭი თავის ჰასკის საოცარი გულისტკივილით ემშვიდობება, ინტერნეტ სივრცეში სწრაფად გავრცელდა. მას არა ერთი ემოციური კომენტარი მოჰყვა.

ასევე იხილეთ:

პატრონმა ძაღლს, რომელიც სიმსივნის დამარცხებაში დაეხმარა, გამოსამშვიდობებელი ფილმი მიუძღვნა

პატრონი ვერაფერს ხვდებოდა, როცა ძაღლს უყურებდა, ამ ამბის გაგების შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა
კკ
მსუბუქი იყოს ფილიპინური მიწა მისთვის
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?