საინტერესო ფაქტები ძაღლებზე, რომელიც შესაძლოა არ იცოდით
საინტერესო ფაქტები ძაღლებზე, რომელიც შესაძლოა არ იცოდით
ძაღლი ადამიანის ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიონი ცხოველია. ისინი ცხოვრებას გვილამაზებენ. ვინ გვხვდება პირველად სახლის კართან, როდესაც სახლში შევდივართ? უმეტეს შემთხვევაში ჩვენი ოთხფეხა მეგობარი.

ცხოველთა მოყვარულ ადამიანს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ოჯახში ძაღლი ჰყავს, არაერთ ინფორმაციას ფლობს თავის ბინადარზე – იცის მათი მოვლის წესები, ქცევის კორექცია და ა.შ.

გადახედეთ ჩამონათვალსაც შესაძლოა, ახალი ინფორმაცია მიიღოთ თქვენი ბინადარის შესახებ.

1. ძაღლს შეუძლია ფერების გარჩევა

Zooclub
მართალია, ძაღლებს ადამიანის მსგავსი მხედველობა არ აქვთ, თუმცა ისინი არჩევენ როგორც შავ, ნაცრისფერ და თეთრი ფერს, ასევე ყვითელს, ლურჯსა და იასამნის ფერებს.

2. ძაღლის ყნოსვის ორგანო კარგად არის განვითარებული

Zooclub

ძაღლებს შეუძლიათ სუნის 100 ათასჯერ კარგად აღქმა, ვიდრე ადამიანებს. 

3. ე.წ. სამხედრო ჟეტონს (Dog-Tag) პირველად ძაღლებს უკეთებდნენ

Zooclub
იცოდით, რომ ე.წ. სამხედრო საიდენტიფიკაციო ჟეტონებს პირველად ძაღლები ატარებდნენ? 1850 წელს პირველად შემოვიდა ძაღლის ყოლის ლიცენზირების კანონი და სწორედ, პირველი ლიცენზირებული ძაღლებისთვის იყენებდნენ ამ ყელსაბამებს. სულ მალე სამხედროებმაც გადაწყვიტეს მსგავსი ჟეტონები ეტარებინათ, რათა ომში დაღუპვის შემთხვევაში, მათი სხეული პატრონებს, ამ ჟეტონზე დატანილი პირადი ინფორმაციით ამოეცნოთ.

4. ძაღლის ცხვირის ანაბეჭდი უნიკალურია

Zooclub
არა მარტო ძაღლების, არამედ კატების ცხვირის ანაბეჭდიც განუმეორებელია, ისევე როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდი. დააკვირდით ახლოდან ძაღლის ცხვირს, პატარა წვრილი ხაზებია განაწილებული მათ პატარა ცხვირზე.

5. დაწოლის დროს, ძაღლი ერთ ადგილზე რამდენჯერმე ბრუნდება იმისათვის, რომ კარგად მოკალათდეს

Zooclub
ძაღლისთვის ჩვეულებრივი ქმედებაა, რამდენჯერმე წრიულად დატრიალდეს და ამის შემდეგ დაწვეს. თქვენ ალბათ მათი ამგვარი მოქმედება არაერთხელ შეგიმჩნევიათ. ეს გენეტიკიდან მოდის. ზოგიერთი გარეული ცხოველი ამგვარად იქცევა, რათა გათელონ ბალახი და კარგად მოკალათდნენ.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?