პატრონის ქორწილში მისულმა ძაღლმა სტუმრები და პატარძალი სასიამოვნოდ გააკვირვა (სახალისო ვიდეო)
ახალგამომცხვარმა სიძემ, დენიელ ბრინიმ, გადაწყვიტა, ყველაზე დასამახსოვრებელი დღე კიდევ უფრო სასიამოვნო ყოფილიყო და ამ საქმეში თავისი ძაღლი ჩართო. შეყვარებული წყვილისთვის ქორწილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა მათ ცხოვრებაში. ასეთ დღეს, არაფერია უკეთესი, ვიდრე მოულოდნელი სიურპრიზი.

დენიელმა თავისი ძაღლი საპატარძლო ფორმაში გამოაწყო, რათა ცოლისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა. მეტიც, ცხოველს თავზე ფატაც ეკეთა. ის მომვლელთან ერთად ღობის იქით იმალებოდა. იგი ეკლესიიდან გამოსული წყვილის წინ უეცრად უნდა გამოსულიყო.

და, აი, ახალდაქორწინებულები ეკლესიიდან გამოდიან, სადაც მათ ხვდებიან მეგობრები და ნათესავები. როგორც კი დანიელმა და მისმა ცოლმა დამალული შინაური
ცხოველის სიახლოვეს გაიარეს, ძაღლი საბელიდან გაუშვეს და ის წყვილისკენ გაიქცა. ამასთანავე, თავისი ჩაცმულობის დემონსტრირება კარგად
გამოუვიდა.

ამ სცენის შემხედვარე პატარძალი შოკში იყო და ცრემლების შეკავებაც კი უჭირდა. დღე მართლაც, სასიამოვნო გამოვიდა არა მარტო წყვილისთვის, არამედ მათი სტუმრებისთვისაც.

ასევე იხილეთ:

ქორწილი სიურპრიზით: გოგონა ასეთ საჩუქარს ნამდვილად არ ელოდა

წყვილის რეაქციამ უსახლკარო ძაღლზე, რომელმაც მათი ქორწილი კინაღამ ჩაშალა, ინტერნეტი დაიპყრო

პატარძალი აღშფოთდა, როცა შეიტყო, თუ რა საჩუქარი მოუმზადა ქორწილში სიძემ


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?