ცოლის პასუხი ულტიმატუმზე: "ან მე ან ძაღლები!"
ცოლის პასუხი ულტიმატუმზე: "ან მე ან ძაღლები!"
წყვილი ერთმანეთს ქმრის ულტიმატუმის შემდეგ დაშორდა: "მე ან ძაღლები". მიუხედავად იმისა, რომ მათ 25 წელი ერთად გაატარეს.

ლიზ ჰასლამმა განაცხადა, რომ ის უბედური იქნება თავისი შინაური ცხოველების გარეშე. 49 წლის ქალმა ქმარს უთხრა, ნივთები ჩაელაგებინა და სახლიდან წასულიყო მას შემდეგ, რაც მამაკაცმა "შინაური ცხოველების ჯარის"  სახლიდან მოშორება გადაწყვიტა.

Zooclub

"ქმარმა რთული არჩევანის წინაშე დამაყენა. ჩემი გადაწყვეტილების შემდეგ მე ის აღარც მინახავს და არც მის შესახებ გამიგია რაიმე. 25-წლიანი ოჯახური ცხოვრების შემდეგ, ის უნდა მიმხვდ
არიყო, რომ ძაღლები - ეს ჩემი სუსტი წერტილია. მაიკს არ უყვარდა ძაღლები ისე, როგორც მე მიყვარს ისინი. არ ვაპირებ, უარი ვთქვა ჩემს საყვარელ ბინადრებზე,
ამიტომ მან სახლიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო", - ამბობს ძაღლების პატრონი. ლიზი და მაიკი 18 თვის წინ ერთმანეთს დაშორდნენ და მას შემდეგ არ უსაუბრიათ.

ლიზი მაიკს 16 წლის ასაკში შეხვდა. ის სკოლის დამთავრების შემდეგ თავის რჩეულს ცოლად გაჰყვა. წყვილს 22 წლის ბიჭი ოლი ჰყავს. როდესაც მათი შვილი ცალკე გადავიდა, ლიზიმ საკუთარი ბიზნესი დაიწყო - თავშესაფარი ძაღლებისთვის.

Zooclub

"ჩვენ ხშირად ვჩხუბობდით. ის ძალიან ბევრს მუშაობდა, ხოლო მე მთელი დღე მარტო ვიყავი. არ მინდოდა ვყოფილიყავი ქვრივი ცოცხალ ქმართან. ამიტომ ძაღლებზე მზრუნველობა გადავწყვიტე", - ამბობს ლიზი.

გარდა ამისა, ქალმა დააფუძნა ორგანიზაცია BedforBullies-ი, რომელიც ბულტერიერის ჯიშის ძაღლების გადარჩენით არის დაკავებული.

Zooclub

დღეს ქალი 30 გადარჩენილ ძაღლს პატრონობს, აქედან ნახევარს განსაკუთრებული მზრუნველობა ესაჭიროება. მათ შორის, ხუთი სმენადაქვეითებულია, ორი ხედავს მხოლოდ ერთი თვალიდან, სამი ჩხუბის რინგიდან გადარჩენილია, ოთხი - დეფექტით, ხოლო ერთს ტვინის დაზიანება აქვს.

ლიზის ძაღლების მოვლისთვის დღეში 18 საათი სჭირდება. ის მათ ასეირნებს, კვებავს, აბანავებს და დაკავებულია სხვა საჭირო პროცედურებით.

Zooclub

BedforBullies-ი საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც ძაღლების გადარჩენით არის დაკავებული. ის ძირითადად ქველმოქმედებით არსებობს. ლიზის თავშესაფარი წარმატებით მუშაობს, თუმცა, ყოველთვის ვერ ახერხებს ხარჯების დაფარვას. მაგალითად, ქალი იძულებული გახდა საკუთარი ბიუჯეტიდან 4 ათასი ევრო გადაეხადა ვეტერინარული კლინიკისთვის, ხოლო ქირა 800 ევრო დაუგროვდა. მიუხედავად პრობლემებისა, ლიზი ამბობს, რომ ასეთი ბედნიერი ჯერ არასოდეს ყოფილა.

ასევე იხილეთ:

გოგონამ საქმროს მოსთხოვა ძაღლი სახლიდან მოეშორებინა, ბიჭმა ამის შესახებ, გაზეთში განცხადება გამოაქვეყნა

"გოგონა ძალიან მიყვარდა, მაგრამ მისი გულისთვის ერთგულ მეგობარს ვერასოდეს ვუღალატებდი"

უსახლკარო მამაკაცს საერთო საცხოვრებელში შინაური ცხოველების მიყვანა აუკრძალეს, შედეგად მან თავი მოიკლა
status quo
მაჩუქეთ ბულტერიერის ლეკვი,რააა...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?