როცა ძაღლი დაბერდება
როცა ძაღლი დაბერდება
ვიზუალობისა და სულელური ქცევების გამო ლეკვი ყოველთვის სასაცილოა, ხოლო ზრდასრულ ძაღლს უკვე აქვს პატრონის დიდი ერთგულება და სიყვარული. თუკი ვინმეს ჰყოლია ძაღლი, რომელსაც მიუღწევია ღრმა სიბერემდე, ყოველ მათგანს ამოუკითხავს თავისი მოხუცი ბინადარის თვალებში მთელი მათი ცხოვრება და სამყარო. სიბერეში ძაღლებს განსაკუთებულად მეტყველი თვალები აქვთ.

სწორედ ასე ახასიათებენ პატრონები მათ ხნიერ ძაღლებს:  

არაფერია პატრონისთვის ისეთი ემოციური, როგორც მოხუცი ძაღლის სევდიანი თვალები, სადაც მთელი მისი სამყარო ჩანს.

Zooclub

"ჩემი ძაღლი უკვე 12 წლისაა, არაფერი უხარია ისე, როგორც ჩემი მისვლა სახლში, ვიკი ჩემი
საუკეთესო მეგობარია.


როდესაც ჩვენ ოთხფეხა ბინადრებს რამე ახარებთ, მათ ყოველთვის ავიწყდებათ, რამდენად მოხუცები არიან ისინი.

Zooclub

"ჩვენი მოხუცი ბინადრები უკვე ისე კარგად გვიცნობენ, იციან როგორ გაგვახალისონ. ჩემს 11 წლის ძაღლს, ისევე როგორც პატარაობაში ძალიან უყვარს წყალში ყვინთვა."

როცა მათთან გატარებულ დღეებს ვიხსენებთ, ვერ წამოგვიდგენია, როგორ უნდა გავძლოთ მათ გარეშე.

Zooclub

"ეს ბეტია, ჩემი 16 წლის ძაღლი. მას აქვს პანკრიასის კიბო, ექიმები დიდ იმედებს არ გვაძლევენ, თუმცა ჩვენ მაინც ვიბრძვით, ამ სენის დასამარცხებლად. მე ბედნიერი ვარ, რომ მყავს ასეთი საყვარელი ძაღლი."

ჩვენმა მოხუცმა ბინადრებმა უკვე კარგად იციან ჩვენი შინაგანი სამყარო. ისინი ჩვენს განწყობას ჩვენივე თვალებში კითხულობენ, ეს მხოლოდ მათ შეუძლიათ, იმიტომ რომ ყველაზე მეტად მათთან ვართ გახსნილები და ყველაზე მეტად მათ ვენდობით.

Zooclub

"ჩემი ხნიერი ძაღლი ძალიან თბილია, ვინც არ უნდა მოვიდეს ჩემთან სტუმრად, ისიც ჩემსავით თბილად ხვდება."

ისინი ცდილობენ სულ ჩვენ გვერდით იყვნენ.

Zooclub

"ეს ჩენსია, ის 13 წლის ხდება, სულ ჩემ გვერდით უნდა ყოფნა. ვერ წარმომიდგენია მის გარეშე ცხოვრება."

მოხუცი ძაღლები უფრთხილდებიან მათ გვერდით მყოფ ლეკვებს.

Zooclub

"მოხუცი ლაბრადორი მაიკი, რომელიც პატარა სულელ ლეკვს პატრონობს." 

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?