ქურდები მაღაზიის გასაძარცვად ოთხფეხა მეგობართან ერთად მივიდნენ (სახალისო ვიდეო)
სათვალთვალო ვიდეო კამერამ მაღაზიის გაქურდვის ფაქტი შუა ღამეს დააფიქსირა. აქ თითქოს განსაკუთრებული არაფერია, თუმცა, მძარცველებს "საქმეზე" თან ახლდათ ოთხფეხა მეგობარიც, რომელიც  ყურადღებით ათვალიერებდა გარე პერიმეტრს.

ინციდენტი ნიჟნი ნოვგოროდში მოხდა. სანამ დამნაშავეებს მაღაზიიდან ფასეული ნივთები გამოჰქონდათ, მათი ძაღლი კართან დარაჯობდა და მოთმინებით ელოდებოდა ქურდებს, თუ როდის დაასრულებდნენ თავიანთ საქმეს.

დამნაშავეებმა მაღაზიიდან სასურველი ნივთები გაიტანეს და ტერიტორია ძაღლთან ერთად სწრაფად დატოვეს.

იხილეთ სახალისო ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ასევე იხილეთ:

6 წარმოუდგენელი დანაშაული, რომელიც თუთიყუშების დახმარებით გახსნეს

მძარცველებს ეგონათ, რომ სახლს გაქურდავდნენ, მაგრამ
ასეთ დასასრულს არ ელოდნენ


ვიდეოკამერამ დააფიქსირა, თუ როგორ გადაარჩინა უსახლკარო ძაღლმა ქალი მძარცველისგან
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?