ოქროსფერი რეტრივერები ბავშვს საწოლიდან გადმოსვლაში დაეხმარნენ და შუა ღამეს ოთახებში ერთად სეირნობდნენ (+ვიდეო)
15 თვის ჰლოის მამის თქმით, მის შვილსა და ოქროსფერ რეტრივერებს კოლბისა და ბლუს, რომლებიც მათ ოჯახში იზრდებიან, ძალიან უყვართ ერთმანეთი და ყოველთვის ერთად თამაშობენ.

სწორედ მიჯაჭვულობა გახდა მიზეზი, რომ ბავშვის დედამ, დილის 6 საათზე შვილი სახლის შესასვლელ კართან აღმოაჩინა და არა თავის საწოლში.

Zooclub

ბავშვის ოთახის სათვალთვალო კამერაში კარგად ჩანს, თუ როგორ შერბიან კოლბი და ბლუ ჰლოის ოთახში, ერთ-ერთი ძაღლი ხტება გოგონას საწოლზე, ხოლო მეორე ბავშვს ლოკავს. როგორც კი ჰლოიმ გააცნობიერა, თუ რა ხდებოდა ოთახში, ის საწოლიდან ცოცდება იატაკზე და შინაურ
ცხოველებს მიჰყვება, რათა სახლში ღამის ექსკურსია მოაწყონ.

ბავშვის მშობლები ირწმუნებიან, რომ ეს პირველი შემთხვევა არ
ყოფილა. ამასთანავე, მამამ აღნიშნა, რომ ცხოველების მიმართ ბავშვის მიჯაჭვულობა დღითიდღე ძლიერდება.

Zooclub

"როდესაც ამდენი ცუდი რამ ხდება მსოფლიოში, საყვარელი ბავშვისა და მხიარული ძაღლების ხილვა ადამიანებისთვის ღიმილის მომგვრელი და პოზიტიური განწყობის პატარა მარცვალია. ამიტომ ვიდეოს პოპულარობაზე მეტად, სურვილი მაქვს ადამიანებს მათი ხილვისას დადებითი მუხტი შეექმნათ", - ამბობს ბავშვის მამა.

ასევე იხილეთ: 

ბავშვი ლეკვს იავნანას უმღერის და ეფერება... აი, რატომ უნდა აიყვანოთ თავშესაფრიდან ძაღლი

ბავშვი მძინარე პიტბულს მიუახლოვდა და ცხვირზე აკოცა, ძაღლის რეაქცია საოცარია...

მამა ბავშვს ეჩხუბება... კატის ასეთ რეაქციას არავინ ელოდა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?