გარდაცვლილი მეგობრის მოსაძებნად ძაღლი სახლიდან გაიპარა. ის 4 წლის შემდეგ იპოვეს
გარდაცვლილი მეგობრის მოსაძებნად ძაღლი სახლიდან გაიპარა. ის 4 წლის შემდეგ იპოვეს
ქალაქ ლანსინგში (აშშ) მცხოვრები ძაღლი, სახელად ბემბი, რეტრივერ რასტისთან ერთად მოსიყვარულე ოჯახში ცხოვრობდა. ისინი განუყრელი მეგობრები იყვნენ. სამწუხაროდ, რასტი კიბოს დიაგნოზით მოკვდა. ბემბი ვერ შეეგუა მეგობრის დაკარგვას და მას შემდეგ, ძალიან გულჩათხრობილი და სევდიანი გახდა.

დარდისგან ბემბი ხშირად მიდიოდა სახლიდან. თითქოს, ვერ იგებდა, სად წავიდა მისი მეგობარი და ქუჩაში ეძებდა.

პატრონები იმდენად განიცდიდნენ შინაური ცხოველის მდგომარეობას, რომ გადაწყვიტეს მისთვის ლეკვის სახით ახალი მეგობარი მიეყვანათ. თუმცა, ამან ბემბის დარდი ვერ შეამსუბუქა და ერთ დღეს იგი სახლში აღარ დაბრუნებულა.

ოჯახი რამდენიმე თვის განმავლობაში ეძებდა
დაკარგულ ცხოველს. მათ ფულადი ჯილდოც დააწესეს, ვინც ბემბიზე ინფორმაციას მიაწოდებდა, მაგრამ მოლოდინი უშედეგო აღმოჩნდა. პატრონებმა
ივარაუდეს, რომ ძაღლი მოკვდა ან მოიპარეს.

ოთხი წლის შემდეგ წარმოუდგენელი რამ მოხდა - ოჯახს ცხოველთა თავშესაფრიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მათი ძაღლი ოჰაიოში იპოვეს - სახლიდან თითქმის 200 კმ-ის დაშორებით.

ცოლი, ქმარი და ორი შვილი დაუყოვნებლივ წავიდნენ თავშესაფარში.

Zooclub
მათ თავიდან ვერ იცნეს 12 წლის ბემბი, რადგან გარეგნულად შეცვლილი იყო, თუმცა, ძაღლმა ოჯახის დანახვისას წკმუტუნი და ხტუნაობა დაიწყო.

Zooclub

"არავინ იცის, თუ სად იყო ბემბი ბოლო 4 წლის განმავლობაში, თუმცა, მისი დაბრუნებით,  დიდი სიხარული განვიცადეთ. ის საბოლოოდ შემოუერთდა მოსიყვარულე ოჯახს", - ამბობს პატრონი.

ასევე იხილეთ:

10 წლის წინ დაკარგული ძაღლი პატრონთან მოულოდნელად დაბრუნდა

სახლში დაბრუნებული ცხოველები

ძაღლი ახალ პატრონს სახლიდან გაეპარა, რომ თავის გადამრჩენელებთან დაბრუნებულიყო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?