გამვლელმა მომაკვდავი ძაღლის დახმარება გადაწყვიტა. 10 თვის შემდეგ ის მიხვდა, რომ ჰასკი გადაარჩინა
გამვლელმა მომაკვდავი ძაღლის დახმარება გადაწყვიტა. 10 თვის შემდეგ ის მიხვდა, რომ ჰასკი გადაარჩინა
ინდონეზიის კუნძულ ბალიზე დიდ პრობლემას წარმოადგენენ უპატრონო ძაღლები, რომლებსაც ხელისუფლება დახმარებას არ უწევს. ამიტომ ადგილობრივი მცხოვრებლები იძულებულნი არიან ეს პრობლემა თავად მოაგვარონ.

ბალიზე მცხოვრებ ძაღლებს არ კლავენ და არც წამლავენ - კეთილ ადამიანებს ისინი სახლში მიჰყავთ და უვლიან. რიკო სოერტო ამის ნათელი მაგალითია.

რიკო სახლში მიდიოდა და გზად დაინახა გამოფიტული ძაღლი. ის მოსიარულე ჩონჩხს ჰგავდა, მთელი სხეული ნაიარევით და წყლულებით დაფარული ჰქონდა. ცხოველი ყველას თვალწინ კვდებოდა...

Zooclub

რიკომ გასაცოდავებული არსების მიტოვება ვერ შეძლო და სახლში წაიყვანა. 

ბიჭმა  ძაღლი გამოკვება, დაბანა, წყლულები და
ჭრილობები დაუმუშავა. მან ცხოველს შეუქმნა ყველა პირობა, რათა თავი კომფორტულად ეგრძნო.

Zooclub

"ვერ გეტყვით, თუ რა
იყო ამ ძაღლში განსაკუთრებული... ცისფერი თვალები! და კიდევ მას თბილი გული აქვს  და მოსიყვარულეა", - ამბობს რიკო.

Zooclub
Zooclub

შინაური ცხოველი ახალ პატრონს იმდენად ენდობოდა, მკურნალობის პროცესი არასოდეს გაუპროტესტებია. ერთი თვის შემდეგ ძაღლის გარეგნობაში ცვლილებები დაიწყო, ხოლო 10 თვის შემდეგ მას ვეღარ იცნობდით.

Zooclub

გამოფიტული, ცოცხალ-მკვდარი ძაღლი ჰასკის ჯიშის აღმოჩნდა.

Zooclub

რიკომ ოთხფეხა მეგობარს "იმედი" დაარქვა და დღეს ის სრულიად ჯანმრთელი შინაური ბინადარია ისეთივე ლამაზი და მოსიყვარულე თვალებით, როგორიც პოვნის დღეს ჰქონდა.

Zooclub

პატრონის თქმით, ცხოველი ყოველთვის ცდილობს მოფერებას. იგი მადლიერებას მუდმივად გამოხატავს.


Zooclub

ჰასკის ჯიშის ძაღლს ძალიან გაუმართლა, რადგან დღეს მოსიყვარულე ოჯახში ცხოვრობს: თავის გადამრჩენელთან, მის მეგობარ გოგოსთან და კიდევ რამდენიმე  შინაურ ცხოველთან ერთად.

Zooclub

ასევე იხილეთ:

ძაღლმა მოტეხილი თათით 3 კილომეტრი გაიარა, რათა ვეტერინარი თავის ლეკვებთან მიეყვანა

როგორ იცვლებიან ძაღლები, როდესაც ისინი თავშესაფრიდან ახალ სახლში მიჰყავთ: 9 ბედნიერი სახე

წარმოუდგენელია, თუ როგორ შეიცვალა მზრუნველობის შედეგად უპატრონო ძაღლი, სულ რაღაც 8 თვეში
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?