უსინათლო ტაქსას და მეგობარი პიტბულის განშორება პატრონმაც კი ვერ მოახერხა
უსინათლო ტაქსას და მეგობარი პიტბულის განშორება პატრონმაც კი ვერ მოახერხა
12 წლის ტაქსა ოჯეი და 6 წლის პიტბული ბლუ დოზერი შეხვედრის დღიდან დამეგობრდნენ. გარდა ამისა, ბლუ დოზერი ხნიერი და უსინათლო მეგობრისთვის ერთგული დამხმარე გახდა.

სამწუხაროდ, მათი პირველი პატრონი უსახლკაროდ დარჩა და იძულებული გახდა, ცხოველები რიჩმონდის (აშშ) თავშესაფარში ჩაებარებინა.

Zooclub

ძაღლები ახალმა პატრონმა აიყვანა, თუმცა, ერთი კვირის შემდეგ უსინათლო ტაქსა სახლიდან 160 კმ-ს დაშორებით აღმოჩნდა. ქალს ერთგული მეგობრების დაშორება სურდა, თუმცა, ჩანაფიქრი არ გამოუვიდა.

Zooclub

ოჯეი მხოლოდ მეგობრის დახმარებით გადაადგილდება.

Zooclub

თავშესაფრიდან აყვანილ მეგობრებს არ გაუმართლათ, რადგან ახალ პატრონს ტაქსას მოშორება სურდა, ამიტომ სახლიდან
160 კმ-ის მოშორებით დატოვა.

ოჯეი,
რომელიც საერთოდ ვერ ხედავს, მიკროჩიპის დახმარებით იპოვეს, თუმცა, ქალმა მოითხოვა, რომ პიტბული მასთან დარჩენილიყო, ხოლო ტაქსა კვლავ თავშესაფარში დაებრუნებინათ.

Zooclub

ახალ პატრონს არ სურდა ბლუ დოზერის თავშესაფარში დაბრუნება.
თავშესაფრის თანამშრომლები რამდენიმე საათი ცდილობდნენ მის დარწმუნებას, რომ ცხოველები არ დაეშორებინა.

Zooclub

საბოლოოდ, ერთგული ძაღლები თავშესაფარში კვლავ ერთად არიან.

Zooclub

მომვლელები ცხოველებისთვის ეძებენ ოჯახს, თუმცა, ახალი პატრონი ვალდებული იქნება წერილობითი პირობა დადოს, რომ ერთგულ მეგობრებს არასოდეს დააშორებს.

წყარო: boredpanda

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?