მშიერ ძაღლს სოსისი მისცეს, მან კი კატას წაუღო…
მშიერ ძაღლს სოსისი მისცეს, მან კი კატას წაუღო…
ეს ძაღლი დიდი ხანია, რაც ქალაქის ქუჩებში ცხოვრობდა. როგორც ჩანს, ვიღაცამ ითამაშა ლეკვთან და მერე გააგდო. ახლა ის ქუჩაში იმის იმედიდ დადის, რომ იპოვის კეთილ ადამიანს, რომელიც წიხლს კი არ ჩაარტყამს, არამედ აჭმევს და მოუვლის.

ძაღლს ერთხელ გაუმართლა და შეხვდა გოგონას, რომელიც ქუჩის ცხოველებს არა ერთხელ დახმარებია. 

Zooclub

ამ ახალმა შეფარებულმა ვაიზიკმა გოგონას გულში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ აპ პატარას საკმაოდ რთული ცხოვრება ქონდა, ძაღლი მაინც კონტაქტური და მოსიყვარულე იყო.

Zooclub

აი, რას წერს მასზე მისი შემფარებელი:

“ძალიან ენდობა ადამიანებს, რის
გამოც მისთვის არა ერთხელ უტკენიათ გული – ეს ჩანს მისი ქცევიდან. ეშინია მკვეთრი მოძრაობების. თავიდან
ეშინოდა ნებისმიერ კარში შესვლა”.

მიუხედავად შიშისა და წარსულისა, ძაღლი ძალიან კეთილია. როდესაც კრისტიმ ძაღლი შეამჩნია, გადაწყვიტა, სოსისით გამასპინძლებოდა. მადლიერმა ძაღლმა გამოართვა სოსისი, მაგრამ არ შეჭამა. სანაცვლოდ, ის მივიდა კატასთან, რომელიც იქვე მობუზული იჯდა და საკვები წინ დაუდო.

თვითმხილველები ყვებოდნენ, რომ ეს კატა ვაიზის მეგობარი იყო – მათ ხშირად ერთად ხედავდნენ, ხოლო წვიმაში ისინი სადარბაზოსთან გვერდიგვერდ ისხდნენ და ერთმანეთს ათბობდნენ.

Zooclub

სინამდვილეში იგი იდეალური შინაური ძაღლია. მას უყვარს საბელით სიარული, ჭამს, რასაც აძლევენ, შესანიშნავად იცავს სახლში სისუფთავეს. სუფთა, მოვლილი, აქტიური და თბილი ძაღლი – მეტი რა უნდა მოსიყვარულე პატრონს?

ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საოცარი ძაღლი სულ მალე იპოვის თავის მოსიყვარულე პატრონს და თბილ სახლს. ჩვენ გვჯერა, რომ სამართალი არსებობს დედამიწაზე!

Zooclub

ნებისმიერ შემთხვევაში – იგი აღარასოდეს მოხვდება ქუჩაში!

ბედნიერებას ვუსურვებთ ვაიზის!
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?