ქალმა მიმოიხედა, მანქანიდან 4 ძაღლი ჩამოსვა და წავიდა… (+ვიდეო)
სამწუხაროდ, განვითარებულ ქვეყნებშიც არსებობენ უპასუხისმგებლო პატრონები, რომლებსაც შეუძლიათ, საკუთარი ბინადრები უბრალოდ შუა ქუჩაში მანქანიდან ჩამოაგდონ და სამუდამოდ მიატოვონ. 

ამასთან, ისინი შედარებით უკაცრიელ ადგილებს არჩევენ, რათა ხალხისგან შეუმჩნევლები დარჩნენ. საბედნიეროდ, აღნიშნულ შემთხვევაში, ადგილობრივმა მცხოვრებმა შენიშნა უცხო ქალბატონი, რომელიც მანქანაში 4 ძაღლთან ერთად იჯდა და მიხვდა, რომ ის ცხოველების მიტოვებას აპირებდა.

შემთხვევა სან–ანტონიოში (ტეხასის შტატი, აშშ) მოხდა.

“უკვე სამსახურში წასვლას ვაპირებდი, როდესაც მანქანამ, სადაც რამდენიმე ძაღლი იჯდა, ჩიხისკენ შეუხვია. ძალიან საეჭვოდ მეჩვენა ის, რომ მანქანიდან ძაღლის რამდენიმე საყელური გადმოაგდეს, – ყვება თვითმხილველი, – მე სწრაფად ამოვიღე ტელეფონი,
ვიდეოკამერა ჩავრთე და ჩიხისკენ გავიქეცი.

ვეუბნებოდი ქალბატონს, რომ ის არასწორად იქცეოდა და რომ ძაღლების ასე
ქუჩაში გაგდება დაუშვებელი იყო. დავუსახელე სამსახურები, სადაც მისი დახმარება შეეძლოთ. მომეჩვენა, რომ ქალმა გაიგო, რაც ვუთხარი, მაგრამ ძაღლები მაინც გადმოსვა თავისი მანქანიდან”.

მეოთხე ძაღლი ქალმა ფაქტობრივად გადმოაგდო, რადგან ძაღლი შეშინებული იყო და ავტომობილის დატოვება არ უნდოდა. ამის მერე პატრონი მშვიდად წავიდა. ძაღლებმა კი დაბნეული სირბილი დაიწყეს.

ამ სასტიკი საქციელის ამსახველი ვიდეო ქალმა სამართალდამცავებს გადასცა, რის შემდეგაც ძაღლები თავშესაფარში გადაიყვანეს. თავიდან სამი დაიჭირეს, მოგვიანებით მეოთხეც იპოვეს. მის ძებნაში მონაწილეობა მიიღო ყოფილმა პატრონმა, რომელიც მოულოდნელად დაბრუნდა. როგორც ჩანს, ის სინდისმა შეაწუხა, თუმცა, ეს მას არ იხსნის პასუხისმგებლობისგან. შტატის კანონების მიხედვით, ცხოველის გაგდების გამო, მას 4 000 დოლარის ოდენობის ჯარიმა და 1 წლამდე ციხე ემუქრება. იმის გათვალისწინებით, რომ საქმე 4 ძაღლს ეხება და მისი ქმედება სოციალურ ქსელებში მოხვდა, რაც უკვე ასიათასმა მომხმარებელმა ნახა, ძაღლების ყოფილი პატრონი შეიძლება ძალიან მკაცრად დაისაჯოს.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?