ძაღლებისთვის 20 საუკეთესო სახლი, რომლებიც ცნობილმა არქიტექტორებმა, დიზაინერებმა და მხატვრებმა შექმნეს (+ვიდეო)
ძაღლებისთვის 20 საუკეთესო სახლი, რომლებიც ცნობილმა არქიტექტორებმა, დიზაინერებმა და მხატვრებმა შექმნეს (+ვიდეო)
ძაღლის სახლები არქიტექტორებმა საქველმოქმედო აქციის ფარგლებში გააკეთეს. მისი შეძენა ლონდონში გამართულ აუქციონზე შეიძლება. შემოსული თანხა გადაირიცხება უპატრონო და ავადმყოფი ძაღლების დასახმარებლად.

არქიტექტორები, დიზაინერები და მხატვრები მთელი მსოფლიოდან გაერთიანდნენ პროექტ - Bowwow Haus: Bauhaus-ში. მათ შორის, სახლების შექმნაზე მუშაობდა ისეთი ცნობილი არქიტექტორი, როგორიცაა ზაჰა ჰადიდი, მხატვარი და მოზაიკის სპეციალისტი ივან ჯიდევი და Denizen Works-ის დიზაინერები.

ხუთკვირიანი გამოფენის შემდეგ, უჩვეულო შედევრებს გამოფენენ სასტუმრო St. Pancras Renaissance-ში. პარალელურად კი გაიმართება ონლაინ აუქციონი, სადაც მონაწილეობის მიღება შეეძლებათ ადამიანებს მთელი მსოფლიოდან.

სახლები გაკეთებულია გაუდის სტილში.
ასევე, გაფორმებულია მოზაიკით, გავსებული ბურთებით, რომლებიც ასე უყვართ შინაურ ცხოველებს, ხოლო მოდელებად წარმოდგენილნი არიან უსაყვარლესი
ძაღლები.

იხილეთ შინაური ცხოველების უნიკალური სახლების ფოტოგალერეა

ასევე იხილეთ:

უცნაური სახლი საყვარელი ოთხფეხა მეგობრისთვის

თავშესაფარი, სადაც ძაღლები გალიების მაგივრად მყუდრო კოტეჯებში ცხოვრობენ

მამაკაცმა თავისი სახლის ეზო ძაღლების კომფორტულ გასართობად გადააქცია

გამოიცანით ძაღლის ჯიშები:
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?