ვეტერინარები ძაღლის მუცელში სიმსივნეს ეძებდნენ, თუმცა, მათ საოცარი რამ აღმოაჩინეს
ვეტერინარები ძაღლის მუცელში სიმსივნეს ეძებდნენ, თუმცა, მათ საოცარი რამ აღმოაჩინეს
უზარმაზარმა სიმსივნურმა წარმონაქმნმა, რომელიც ვეტერინარებმა ძაღლს გამოკვლევისას მუცელში აღმოუჩინეს, პატრონები ძალიან შეაშინა. ისინი არ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ მათი საყვარელი შინაური ცხოველი გადარჩებოდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ძაღლი სრულად ჯანმრთელი იყო.

სენბერნარი მეიზის პატრონებმა საყვარელ ბინადარზე ნერვიულობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ცხოველს მუცელი გაებერა და ჭარბი რაოდენობით ნერწყვის გამოყოფა დაიწყო. თავიდან ვეტერინარებმა იფიქრეს, რომ სენბერნარს კუჭ-ნაწლავის აწუხებდა, მაგრამ დამატებითი გამოკვლევის შედეგად, ეჭვი გამოთქვეს, რომ მას სიმსივნე ჰქონდა.

Zooclub

მეიზის პატრონის, ბრიტანელი ჯეინი დიკინსონის თქმით, როდესაც ძაღლს ოპერაცია დაუნიშნეს, ქალი შიშობდა, რომ მისი 8 წლის ოთხფეხა
მეგობარი ამას ვერ გადაიტანდა.

აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ისე საშინლად არ იყო, როგორც სპეციალისტები ვარაუდობდნენ. სინამდვილეში,
მეიზის სიმსივნე არ აღმოაჩნდა: დღემდე არ იციან პატრონებმა, როგორ მოახერხა ეს ძაღლმა, მაგრამ მას გადაყლაპული ჰქონდა ოთხი ფუმფულა სათამაშო, რომლებმაც ცხოველის ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიეს.  მეტიც, სათამაშოები მეიზის არ ეკუთვნოდა, ისინი შინაურმა ცხოველმა ჯეინის სხვა ძაღლებს - ორ ჩიხუახუას მოპარა.

Zooclub

"ყველამ იცის, თუ როგორ უყვართ ძაღლებს სათამაშოების ღრღნა, თუმცა, ოთხი ფუმფულა სათამაშოს გადაყლაპვა წარმოუდგენელია", - ამბობს ვეტერინარი.

მეიზი გამოჯანმრთელების შემდეგ  სიცოცხლით სავსეა - თითქოს გაახალგაზრდავდა.

Zooclub

ჯეინის ბევრჯერ უნახავს, თუ როგორ ართმევს სენბერნარი პატარა ძაღლებს ფუმფულა სათამაშოებს, თუმცა, მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ შინაური ცხოველი ამ ნივთებს ყლაპავდა.

ასევე იხილეთ:

ვეტ-ექიმებმა ძაღლის კუჭიდან 43 წინდა ამოიღეს

ლაბრადორის მუცელში აღმოაჩინეს 62 თმის რეზინი, 8 ქვედა საცვალი და ერთი ე.წ. ბანდაჟი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?