სოციალურ ქსელში ყველაზე სევდიანი ბულდოგი აღმოაჩინეს... საქმე წარბებშია…
სოციალურ ქსელში ყველაზე სევდიანი ბულდოგი აღმოაჩინეს... საქმე წარბებშია…
ამ ძაღლის დრუნჩი ისე გამოიყურება, თითქოს ის ყოველდღე დილის 6 საათზე დგება და სამსახურში მიდის. სინამდვილეში ეს ძალიან მხიარული ძაღლია, ასეთი გამოხედვა კი მას თვალებს ზემოთ ლაქების გამო აქვს, რაც ძალიან გავს წარბებს.

მადამ წარბას პატრონი არც ფიქრობდა, რომ ლეკვი სოციალური ქსელის ვარსკვლავი გახდებოდა. ახლა ძაღლის ინსტაგრამს 26 000 ხელმომწერი ყავს, მიზეზი კი ძაღლის მუდამ იმედგაცრუებული გამოხედვაა.

იანინამ, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, მადამ წარბა სახლში 2018 წლის თებერვალში აიყვანა, როდესაც ის ჯერ კიდევ სულ ციქნა იყო. ქალმა მას უცნაური ლაქები შეამჩნია და ამიტომაც ძაღლს
შესაბამისი სახელი დაარქვა და საკუთარი ინსტაგრამი გაუხსნა.

მისი შესანიშნავი წარბებისა და მუდამ სევდიანი გამომეტყველების გამო,
მადამ წარბამ კონკურენცია შეიძლება ცნობილ ბრაზიან კატასაც კი გაუწიოს.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?