ამ ფესტივალს უკვე წლებია, აპროტესტებენ ადგილობრივი ცხოველთა დამცველები და არა მარტო ისინი, წლევანდელ უილინის ხორცის ფესტივალს მთელ მსოფლიოში ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა.
რა თქმა უნდა, დასავლეთში მსგავსი რამ მიუღებელი და წარმოუდგენელია, თუმცა, ჩინელი ხალხისთვის ეს უძველესი ტრადიციაა. ყოველ წელს უილინის ფესტივალზე ათასობით ძაღლს კლავენ.
"ამ ფესტივალზე ათასობით დახოცილი ძაღლია, ისინი ძირითადად მოპარული ლეკვები არიან, ან იშვიათი ჯიშის ძაღლები, რომლებიც ასევე
წლევანდელი უილინის ხორცის ფესტივალი ადგილობრივმა და საერთაშორისო ცხოველთა დამცველებმა გააპროტესტეს, რის გამოც ჩინეთის ხელისუფლებამ უილინის მთავრობას ფესტივალის გაგრძელება აუკრძალა, მეტიც, ძაღლის ხორცის გაყიდვა დროებით რესტორნებშიც შეჩერდა.
დიდი ალბათობაა იმისა, რომ შემდეგი წლიდან ხორცის ფესტივალი საერთოდ გაუქმდეს, მიზეზი ჩინეთის ცხოველთა დამცველთა ორგანიზაციების დიდი აქტიურობაა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ერთი კარგი ამბავიც მოხდა: ცხოველთა დამცველმა ოგანიზაციებმა ხორცის ბაზარზე 2 ლეკვის გადარჩენა მოახერხეს და ეს ცხოველთა ერთ-ერთი დამცველის – პიტერ ლის დამსახურებაა.
ორი ლეკვი ხორცის ბაზარზე ერთ-ერთი გამყიდველის სკუტერზე, გალიაში იჯდა და ცხოველთა სასაკალოზე "თავის რიგს" ელოდებოდა. პიტერ ლი იხსენებს: როდესაც ბაზარში შევიდა და აქეთ-იქით მიმოიხედა, ათასობით განწირული ძაღლი ვიწრო გალიიდან სევდიანი თვალებით იყურებოდა.
ლიმ გადაწყვიტა, აეყვანა ერთი ლეკვი, რომელსაც ის ტეხასში თავის სახლში წაიყვანდა, ხოლო მეორე ლეკვი, რომელსაც სკოტი დაარქვეს, ასევე ცხოველთა ერთ-ერთმა დამცველმა, ლესლი ბარკუსმა წაიყვანა და ის დღეს ვაშინგტონში, თავის ახალ ოჯახში ძალიან ბედნიერია.
ორივე ძაღლს ძალიან გაუმართლა და მოსიყვარულე პატრონებთან ოჯახებში ცხოვრობენ.
"როცა ვიხსენებ, რომ ის შესაძლოა, ვინმეს სადილი გამხდარიყო, სევდა მიპყრობს და განვიცდი. სკოტი დღეს ჩვენთან ერთად ბედნიერია, იმედია, დაავიწყდა ყველა ცუდი მომენტი, რაც მან აქამდე გადაიტანა." – ამბობს სკოტის პატრონი.
დიდი მუშაობის შედეგად წლევანდელ ფესტივალზე ცხოველთა დამცველებმა შეძლეს და 400 ძაღლი გადაარჩინეს. მაგრამ ამ კუთხით სამუშაო კიდევ ბევრია. შემდეგ წელს შესაძლოა, კვლავ ჩატარდეს ფესტივალი. ფაქტია, რომ აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება, რათა ამ საშინელი ტრადიციისგან დავიცვათ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები.