შოტლანდიაში ცხოვრობს ბედნიერი ძაღლი, რომელიც სირბილისას მიწას თითქმის არ ეხება
შოტლანდიაში ცხოვრობს ბედნიერი ძაღლი, რომელიც სირბილისას მიწას თითქმის არ ეხება
ზანდრა უნგრული ვიჟლას ძაღლის ჯიშია. ის იმდენად მხიარული და აქტიურია, რომ ერთ ადგილზე იშვიათად ჩერდება. ოთხი წლის ძაღლის პატრონი, სიუზან სპინკი ფერმას მართავს. გარდა ამისა, ის მოყვარული ფოტოგრაფია. ქალმა "მფრინავი" ზანდრას  ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსა, რასაც ადამიანების აღფრთოვანება მოყვა. მეგობრებმა სიუზანს ურჩიეს, შინაური ცხოველისთვის სოციალურ ქსელში ფან-კლუბი გაეკეთებინა.

Zooclub

ინტერნეტ მომხმარებლების დადებითი რეაქციით შთაგონებულმა ქალმა ზანდრას ფოტოების გადაღება შვეიცარიის ლამაზი პეიზაჟების ფონზე - სანაპიროზე, მთასა და ტყეში დაიწყო.

Zooclub

Zooclub
ფოტოების უმეტეს ნაწილზე შინაური ცხოველი ნამდვილად დაფრინავს. პატრონის თქმით, ის ძაღლს სთხოვს, დაჯდეს ერთ ადგილზე,
შემდეგ ეძახის და წამებში ფოტოს იღებს. ამ დროს ზანდრა წარმოუდგენელ ნახტომებს აკეთებს.

Zooclub

Zooclub

"ზანდრა ნამდვილად კეთილი
ძაღლია, მას მოსწონს სხვა ძაღლებთან ერთად თამაში და ძალიან უყვარს ზღვის გოჭები, რომლებიც მის სახლში ბინადრობენ,"- ამბობს შინაური ცხოველის პატრონი.

ასევე იხილეთ:

უსაყვარლესი ძაღლი, რომელიც ქუჩაში უცხო ადამიანებს ჩახუტებით "უმასპინძლდება"

როგორი რეაქცია აქვს ძაღლს, როდესაც ეკითხებიან, ვინ არის მისი საუკეთესო მეგობარი...

მსოფლიოში ყველაზე წარმატებული გამყიდველი კატა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?