ოქროსფერმა რეტრივერმა ოჯახი წყალდიდობისგან იხსნა
ოქროსფერმა რეტრივერმა ოჯახი წყალდიდობისგან იხსნა
ავსტრალიაში ოქროსფერმა რეტრივერმა თავისი მძინარე პატრონები წყალდიდობის შესახებ გააფრთხილა.

"Daily Mail"–ის ცნობით, ინციდენტი ქალაქ კერნსში მოხდა. უილსონების ოჯახს, ჯენასა და მის ორ ქალიშვილს ეძინათ, როდესაც ისინი ძაღლი რასტის ყეფამ გააღვიძა. ოქროსფერმა რეტრივერმა დაახლოებით შუაღამისკენ განგაში ატეხა, როდესაც საკვამურიდან წყალმა იწყო დენა. ჯენნამ თავიდან ჩამოსული წყალი მოწმინდა, მაგრამ როცა ფანჯრიდან დაინახა, რაც ხდებოდა, მიხვდა, რომ სასწრაფოდ უნდა გაქცეულიყო.

“ბავშვებს, ძაღლსა და კატას ხელი მოვკიდე და გავიქეცი”, – ყვება ავსტრალიელი ქალბატონი. მომდევნო რამდენიმე საათში მათი სახლი წყალმა მთლიანად დაფარა.

ჯენა იმედოვნებს, რომ
მას სადაზღვევო კომპანია ზარალს სრულად აუნაზღაურებს.

ჯენამ თავისი ყურადღებიანი და ჭკვიანი ძაღლი გემრიელი ძვლითა და
კარგი შამპუნით დააჯილდოვა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?