უსახლკარო ძაღლი წიგნების მაღაზიის შესასვლელთან იწვა.. მერე შიგ შევიდა და… მთელი მისი ცხოვრება შეიცვალა! (+ვიდეო)
ეს ძაღლი წიგნების მაღაზიის კართან დასახლდა. მას ფეხსაცმლის გასაწმენდ ტილოზე ეძინა. ძაღლს არავინ უბრაზდებოდა, პირიქით, საკვებითა და სასუსნავებითაც უმასპინძლდებოდნენ. თუმცა, ერთხელ ძაღლმა რატომღაც მაღაზიაში შესვლა გადაწყვიტა. 

ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ძაღლი მაღაზიაში უბრალოდ კი არ შევიდა, არამედ... წიგნის წასაკითხად! მაღაზიის თანამშრომლებმა დაინახეს, თუ როგორ სტაცა მან ერთ რომანს პირი და გაიქცა.

იცით ზუსტად რა წიგნი აარჩია ძაღლმა? როგორც ჩანს, მას კარგი გემოვნება აქვს ლიტერატურაში. მან ელენ ფერანტეს რომანი "The Days of Abandonment" შეარჩია.

სამწუხაროდ, რომანის წაკითხვა ვერ შეძლო, რადგან ქუჩაში
გამვლელმა დაიჭი
რა, წიგნი გამოართვა და უკან მაღაზიაში დააბრუნა.

Zooclub

ძაღლის ეს საქციელი სოც. ქსელში მომენტალურად გავრცელდა. რა თქმა უნდა, ეს არც მედიას გამორჩა და მალე მაღაზიას ჟურნალისტებმა ჩააკითხეს, რომ პირადად ენახათ ეს უცნაური ბინადარი.

და რა გგონიათ, რა მოხდა? ძაღლმა გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ გაემეორებინა თავისი ოინი სტუმრებისთვის.

ამით ეს საყვარელი ისტორია არ დასრულებულა. ვიდეო ცხოველთა დამცველი ორგანიზაციის Projeto Amparo Animal–ის წარმომადგენლებმა შეამჩნიეს.

Zooclub

ძაღლი გამოიკვლიეს ექიმებმა, დააპურეს, გაუკეთეს აცრები და დროებით შემფარებელთან გადაიყვანეს.

Zooclub

ახლა “წიგნების მოყვარული” ძაღლი თავის ახალ პატრონს ელოდება.

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?