თავშესაფარში მისი ადგილი აღარ იყო, სამ დღეში ძაღლს დაძინება ელოდა…
თავშესაფარში მისი ადგილი აღარ იყო, სამ დღეში ძაღლს დაძინება ელოდა…
ეს ძაღლი თავშესაფარში მაშინ მოხვდა, როცა სულ ციცქნა ლეკვი იყო. მან იქ ძალიან დიდი დრო გაატარა და მისი აყვანა არავინ მოისურვა. წესების მიხედვით, მოვიდა დრო, როდესაც ძაღლი უნდა დაეძინებინათ, რადგან მისი ადგილი თავშესაფარში სხვას უნდა დაეკავებინა. თავშესაფრის თანამშრომლებმა კვლავ გამოაქვეყნეს განცხადება სოციალურ ქსელში იმის იმედით, რომ მას ვინმე იჩუქებდა. სამი დღის შემდეგ ძაღლს სიკვდილი ელოდა.

ყველაფერი ბოლო მომენტში მოხდა!

ესენი იყვნენ სამანტა და ლიუკი – შეყვარებული წყვილი, რომელიც თავშესაფარში ახალი მეგობრის ასაყვანად მივიდნენ. ისინი დიდხანს ამაოდ დადიოდნენ გალიებს შორის და
ბოლოს მხოლოდ ერთმა პატარამ შეძლო მათი გულის დაპყრობა!

Zooclub

“ის მშვიდად და გაუნძრევლად იჯდა გალიაში. ისეთი
გრძნობა იყო, რომ ის თავის ბედს შეეგუა და აღარ სჯეროდა საოცრების. ჩვენ მაშინვე მივხვდით, რომ სწორედ ამ პატარას ვაჩუქებდით ჩვენს სიყვარულს”, – ამბობს სამანტა.

Zooclub

როდესაც რეგა გალიიდან გამოიყვანეს, ის ბედნიერებისგან გადაირია! დაიწყო ხტუნვა, სირბილი და გაიღიმა!

Zooclub

იმავე დღეს ძაღლი ახალ სახლში გადავიდა საცხოვრებლად. პატარა ნელ-ნელა დამშვიდდა და თავი დაცულად იგრძნო. ახლა ის სულ იღიმება!

Zooclub

“ჩვენ მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგვიდგენია. ის დადებითს ასხივებს და სულ გვაცინებს”, – ყვება ლიუკი.



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?