სპექტაკლის მიმდინარეობისას ძაღლი სცენაზე ავარდა და მსახიობს თავს დაესხა... მამაკაცმა როლი ბოლომდე შეასრულა (+ვიდეო)
სოციალურ ქსელში სულ უფრო პოპულარული ხდება ვიდეო, რომლის მთავარი გმირიც თეატრზე მართლაც რომ შეყვარებულია! ჩინეთის ოპერის მსახიობი აგრძელებს სცენაზე თამაშს, მიუხედავად იმისა, რომ ძაღლი მისი კოსტიუმის დახევას ცდილობს.

"daily mail"-ის ინფორმაციით, ჩინეთის პროვინცია ფუძიანის საოპერო თეატრში, სპექტაკლის მსვლელობისას, ძაღლი კულისებიდან სცენაზე გაიქცა და ერთ-ერთ მსახიობს კოსტიუმის სახელოზე კბილებით დაეჭიდა.

"ახალი პერსონაჟის" გამოჩენამ მაყურებლის გაოცება გამოიწვია, თუმცა, მსახიობმა მამაკაცმა როლი გმირულად შეასრულა. 

სოციალურ ქსელში ვიდეო ვირუსულად გავრცელდა.

"შოკში ვარ: მათ მაინც განაგრძეს სპექტაკლი."

"ძაღლი ბევრად კარგად თამაშობს, ვიდრე სხვა მსახიობები", -
სწორედ ასეთი კომენტარები მოყვა ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ვიდეოს.

წყარო: dailymail

ასევე იხილეთ:

ძაღლმა პატრონთან ჯოხის მაგივრად
დიდი ხის მორი მიიტანა


ძაღლი ცდილობს, მოჩხუბარი ქათმები გააშველოს

უპატრონო ძაღლი უეცრად გამოჩნდა და მამაკაცს მწვადი წაართვა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?