ძაღლზე თავდასხმამ 25 წლის წინანდელი დანაშაული გახსნა
ძაღლზე თავდასხმამ 25 წლის წინანდელი დანაშაული გახსნა
დიდ ბრიტანეთში დააპატიმრეს მოძალადე, რომელმაც 25 წლის წინ დანაშაული ჩაიდინა.
გამომცემლობა "Metro"–ს ცნობით, 58 წლის მარკ ჰემინსი დააკავეს პოლიციის ძაღლზე თავდასხმის გამო. დნმ–ის ანალიზი წარმატებული აღმოჩნდა.

პოლიციელები ბრიტანელის სახლში 2017 წლის ზაფხულში მივიდნენ, მას შემდეგ, რაც მეზობლების თქმით, ის ქუჩაში ცივი იარაღით დადიოდა. მის დასაჭერად პოლიციამ გერმანული ნაგაზი, სახელად კანტო, მიუშვა. ძაღლი მოქალაქემ 20-სანტიმეტრიანი დანით დაჭრა. ბოროტმოქმედი დააკავეს. დნმ–ის ანალიზმა ფარდა ახადა მის 25 წლის წინანდელ დანაშაულს. როგორც აღმოჩნდა, 1993 წელს, ჰემინგსი პარკში ქალს თავს დაესხა.

პროკურორმა ჯეიმს კილმა აღნიშნა, რომ
გაუპატიურების მსხვერპლი 2015 წელს გარდაიცვალა. იგი ვერ გაუმკლავდა პოსტ ტრავმულ პრობლემებს: ინციდენტის შემდეგ ქალი გაეყარა
ქმარს, გახდა ალკოჰოლის მომხმარებელი და ორი ძლიერი ნერვული შეტევა გადაიტანა.

გერმანული ნაგაზი კანტო გამოჯანმრთელდა. იგი დააჯილდოვეს.

მარტის დასაწყისში, ჰემინგსი დამნაშავედ აღიარეს გაუპატიურებაში და თავისუფლების 10.5 წლით აღკვეთა მიუსაჯეს, პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლების გარეშე.

მოსამართლემ ასეთი სერიოზული ვადა იმით ახსნა, რომ ამ 25 წლის მანძილზე ჰემინგსი ნორმალურად ცხოვრობდა მაშინ, როცა მისი მსხვერპლი იტანჯებოდა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?